Digest Logo

„სოფელი ის სისხლიანი ტალახია, წვალებით ნასუქები ღორის დაკვლის მერე, ფეხზე რომ მოგეცხება და გაყინული წყლით ძნელად იშორებ“ - გიორგი კეკელძე

1688401504
კეკელიძე 90-იან წლებს იხსენებს

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ფეისბუკის პირად გვერდზე სოფლის შესახებ ჩანახატს აქვეყნებს, რომელშიდაც სოფლად მცხოვრებლების მძიმე ყოველდღიურობაზე მიანიშნებს და აცხადებს რომ სოფლის სირთულის ატანაა საქმე.

„სოფელი ის სისხლიანი ტალახია, წვალებით ნასუქები ღორის დაკვლის მერე, ფეხზე რომ მოგეცხება და გაყინული წყლით ძნელად იშორებ. ღორის საზარელი ჭყივილიც არის სოფელი, მე რომ ვერ ვუძლებ და მთელი ბავშვობა ყურებში თითებს ვიცობდი. ვიცობდი, მაგრამ მაინც ჟონავდა და მერე მესიზმრებოდა. მომწონს ეს სცენა? - არა, არ მომწონს. მაგრამ სოფელი უდრის ყველაფერს - მათ შორის იმას, რაც შეიძლება გძულდეს კიდეც. კანფეტების ადგილი ძალიან სხვაგან არის. ის ხალხიც ძალიან საყვარელი და ტკბილია, ვინც თავს ამ კანფეტით იტყუებს და სხვასაც ატყუებინებს, მაგრამ სოფლის სიმართლე, ეგეთი ბაიათებით ვერ იმღერება.

ჰოდა, სოფელი ის სუნიც არის, მდუღარე წყლის გადასხმის მერე, გაპუტული ღორის ბეწვის და ჭონჭყოს არევისას რომ დგება. ის სისველე - გახეულ კოლოშშიც (ვიცით მისი ქართული შესატყვისი, მაგრამ სოფელს რატომღაც დიდად ვერ უხდება) რომ უცებ შეამჩნევ და მერე ამ სისველეს, ადესისგან გაბრუებული, სადღაც შორს გრძნობ, მაგრამ მაინც ცივდები.

სოფელი ამ ამბების გაძლების ხელოვნებაა დღემდე. ეს გამძლე ადამიანები უნდა შეამჩნიო და გიყვარდეს. ეს გაძლება რომ უხარიათ - ის ადამიანები.
თორემ ჩურჩხელის სიყვარულს რა უნდა.
#გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze“ - წერს გიორგი კეკელძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵 „აცალეთ ამ ბიჭს ცხოვრება, თქვენ ასე ჰაიჰარად რომ უდგებით საკითხს ამიტომაცაა, რომ პროფესიონალური მიდგომები საქართველოში ვერ მკვიდრდება“ - ზაალ ჯალაღონია ხვიჩა კვარაცხელიაზე

🔵 გუშინდელი მარცხის მიუხედავად, საქართველოს ნაკრები ოლიმპიადაზე გასვლის შანსს ინარჩუნებს - რა შემთხვევაში მოხდება ეს

🎥 ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე საბერძნეთში მოგზაურობიდან მორიგ კადრებს გვიზიარებენ