Digest Logo

„სოფელში ცუგებს პაპას სახელზე წავუღებ თითო ნაყინს და გავახსენებ იმათაც მარტოპაპას“ - გიორგი სუხიტაშვილის ემოციური პოსტი

1680789707
გიორგი სუხიტაშვილი

მომღერალ - გიორგი სუხიტაშვილს ცოტა ხნის წინ პაპა გარდაეცვალა. „მარტო პაპა“ - ასე მოიხსენიებდა მომღერალი ვიდეოებში მოხუცს, რომელიც სოფელში იყო დარჩენილი.

👉„მახსოვს რომელი ტანსაცმელი უყვარდა, რომელი კანფეტი, რომელი ჭიქა...“ - გიორგი სუხიტაშვილი მარტო პაპაზე

სუხიტაშვილი პაპას იხსენებს, რომლის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვე გავიდა.

„ყოველთვის როცა თბილისისკენ ვიზამდი პირს, პაპას ვეკითხებოდი, რა წამოგიღო -მეთქი.

ხახვს, ასანთს, პომიდორს ან მარილს ეგრევე ამბობდა თუ არ ჰქონდა. დანარჩენს იცოდა, რომ მეც უცებ შევამჩნევდი და მოვისაკლისებდი. კიდე რა წამოგიღო ბიჭოო მითხარი -მეთქი.

ამის მერე მეტყოდა, არაფერი მშვიდობა წამოიღეო.  ძალიან რცხვენოდა ნაყინის ან საწუწნი კანფეტის დაბარება, ჩემი აზრით, სისუსტედ მიაჩნდა რომ ტკბილი ძალიან შეუყვარდა სიბერეში.

ბევრი სახეობის კანფეტი ჩამქონდა და ვაკვირდებოდი ყველაზე ადრე რომელიც გათავდებოდა ე.ი. ის მოსწონდა, ასე გავიგე მისი საყვარელი კანფეტი (ახლაც ვყიდულობ ხოლმე იმ ლურჯ ზოლებიანს).

სახლში შევბრუნდებოდი და მაცივარში შევიხედებოდი,  ნაყინი თუ იდო საყინულეში, 1 ან 2 თუ იდო ეგ მარაგად არ ითვლებოდა.  რომ ჩამოვიტანდი ვახარებდი ხოლმე,

- ჩამოგიტანე ბიჭოო,
- რაი პაპა ჭიქისაი?
- ჰო, ჭიქისაი.
- შეაწყე იქა.

თუ კარგი ამინდი იყო, გამოიტანდა ეზოში, ერთ ხელში პატარა სკამი ეჭირა მეორეში ნაყინი და ჩაის კოვზი, დაჯდებოდა და ნელა ნელა ჭამდა, იქვე აუცილებლად ძაღლი უნდა მჯდარიყო ცუგამ იცოდა, როცა ნაყინი გათავდებოდა ვაფლის ჭიქა მისი წილი იყო.

რას შემამყურებ, ხო  გაჭამე დღესა?საყვედურობდა ცუგას, მერე მე გამიგრძელებდა ხოლმე,
- დილასა ქათმი ხორცი და მაგისი ნახარში გავუტანე პურ ჩაყრილი დიდი ჯამითა და მაინც მე შემამყურებს.
დაიჭი აჰა! და მიუგდებდა ხოლმე ვაფლის ჭიქას.

ცუგას არაფერი არ აინტერესებდა "დაიჭი აჰა"-ს მეტი, ჰაერში გადასანსლავდა ხოლმე.
ახლა ვფიქრობ, რომ წავალ სოფელში ცუგებს პაპას სახელზე წავუღებ თითო ნაყინს და გავახსენებ იმათაც მარტოპაპას“, - წერს გიორგი სუხიტაშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ასე განიცდის და უყვარს ლევანიკო და მისი შემოქმედება“ - რას წერს მელიტა ფურცელაძე შვილზე

🔵„დღეს სავსემთვარეობაა - მძიმე კოსმიური ენერგიების დღე“ - მიხეილ ცაგარელი

🔵„ბედნიერებაა ღორის ქელეხი... შენ რომ შეშლილი კითხულობ, ეს რა სადიზმია? და გლეხკაცი გპასუხობს - „რას ამბობ ოო, ინდე ე მაგ ღორითა მთელი წელი თავი უნ ვირჩინოთ...“ - ლალი მოროშკინა