21 ივნისს მოსკოვში უნიჭიერესი ქართველი მომღერალი ლევან კბილაშვილი სახლში გარდაცვლილი იპოვეს. სოციალურ ქსელში გარდაცვლილი მომღერლის დედა მელიტა ფურცელაძე ხშირად წერს შვილის შესახებ.
ამჯერად, მან საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ლევანის გარდაცვალებას განიცდის, მადლობა გადაუხადა.
„თურმე რამდენ ადამიანს უყვარხარ, თურმე რამდენი ადამიანი აფასებს შენს ნიჭს, თურმე რამდენ ადამიანს სწყდება გული, ასე ჩუმად რომ წახვედი.
უსიტყვოდ, შენს საყვარელ და მონატრებულ სამშობლოში რომ ვერ მოასწარი ერთი შენებური, სასწაული კონცერტის გამართვა.
მადლობა გიორგი, მადლობა ბიჭებო, მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ასე განიცდის და უყვარს ლევანიკო და მისი შემოქმედება“, - წერს მელიტა ფურცელაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„დღეს სავსემთვარეობაა - მძიმე კოსმიური ენერგიების დღე“ - მიხეილ ცაგარელი
🔵„ბედნიერებაა ღორის ქელეხი... შენ რომ შეშლილი კითხულობ, ეს რა სადიზმია? და გლეხკაცი გპასუხობს - „რას ამბობ ოო, ინდე ე მაგ ღორითა მთელი წელი თავი უნ ვირჩინოთ...“ - ლალი მოროშკინა
🔵6 აპრილს ვარდისფერი სავსე მთვარეა - რა უნდა გააკეთოთ ამ დღეს, რომ წარმატება და კეთილდღეობა მოიზიდოთ