სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. სამძიმრის წერილიდან ირკვევა, რომ პროფესორ ჯონი აფაქიძეს ძმა გარდაეცვალა.
„სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების სახელით ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ და გულითადად ვუსამძიმრებ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილ რექტორს, პროფესორ ჯონი აფაქიძეს ძმის, თემურის გარდაცვალების გამო.
უფალმა აცხონოს ბატონ თემურ აფაქიძის ნათელი სული!
პროფესორი ზურაბ ხონელიძე, რექტორი“, - წერია სამძიმრის წერილში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ლაშა შავდათუაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
⭕ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც თუ დაშორდებიან, აღარ უნდა შერიგდნენ
⭕„ეს ტატას სახელზე აშენებული ტაძარია, მადლობა უფალს, მისი დასრულებისთვის“ - თიკო ჩხეიძე