„ღამის შოუს ბენდის“ მომღერალი ბაბი კირკიტაძე ბოლო დროს საზოგადოების ნაწილის მხრიდან არაერთხელ გამხდარა ბულინგის მსხვერპლი.
ამჯერად მომღერალი სასამართლოში ჩივილს აპირებს, რადგან მისი თქმით, უხამსი ვიდეო ვრცელდება, რომელიც კონკრეტულმა ადამიანებმა დაუმონტაჟეს და შემდეგ სოციალურ ქსელში „ჩატებში“ გაავრცელეს.
აღნიშნულ ინფორმაციას ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია ეხმაურება და ბაბის მხარდაჭერას უცხადებს.
„სოლიდარობა ბაბის! სოლიდარობა ყველა ქალს, რომელიც ამ ბოროტების მსხვერპლი ხდება!
ყოველთვის გვერდით დავუდგები ყველა გოგოს, რომელსაც ასე ებრძვიან! რატომ ანადგურებენ ქალებს ამ ქვეყანაში?!! ყველა მეზიზღება, ვინც ასეთ ბოროტებას აწყობს, ასეთ მორალურ ტერაქტს. საშინლად შევწუხდი ამ პოსტზე ს ო ლ ი დ ა რ ო ბ ა“, - წერს ინგა გრიგოლია.
🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵ლიზა ყენიას ქმარმა მანქანა აჩუქა - ფოტოები
🔵🎥 თედო ბექაურისა და ანა ბირთველიშვილის ემოციური ტანგო, რომელსაც უამრავი გამოხმაურება მოჰყვა