Digest Logo

„ყველაფერი დავკარგეთ? ადამიანობა, ოჯახების პატივისცემა და თავმოყვარეობაც?“ - გიორგი გაბუნია ბაბი კირკიტაძეს მხარდაჭერას უცხადებს

1702012970
ბაბი კირკიტაძე

„ღამის შოუს ბენდის“ მომღერალი ბაბი კირკიტაძე ბოლო დროს საზოგადოების ნაწილის მხრიდან არაერთხელ გამხდარა ბულინგის მსხვერპლი.

მას გარეგნობის თუ ჩაცმის გამო მწვავედ აკრიტიკებენ.

ამჯერად მომღერალი სასამართლოში ჩივილს აპირებს, რადგან მისი თქმით უხამსი ვიდეო ვრცელდება, რომელიც კონკრეტულმა ადამიანებმა დაუმონტაჟეს და შემდეგ სოციალურ ქსელში „ჩატებში“ გაავრცელეს.

აღნიშნულ ინფორმაციას ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია გამოეხმაურა:

„რაღაც ხომ არსებობს, ხალხნო. ყველაფერი დავკარგეთ? ადამიანობა, ოჯახების პატივისცემა და თავმოყვარეობაც? შეიძლება ერთმანეთს ვერ ვეთანხმებით რიგ საკითხებზე,  მაგრამ რაღაც ზღვარი ხომ არსებობს?“, - წერს გიორგი გაბუნია.

ამავე თემაზე:

„ისეთ ამაზრზენ ვიდეო მონტაჟს ავრცელებენ ჩემზე ჩათებში, პორნო საიტებზეც რომ აღარ დებენ“ - ვის წინააღმდეგ შეაქვს სასამართლოში სარჩელი ბაბი კირკიტაძეს?

🎥 „17 წლის იყო ცოლად მოყვანის მიზნით მოიტაცა. ორი წლის თავზე სამსახურებრივი იარაღით მოკლა“ - უმძიმესი საქმის ახალი დეტალები

🔵როგორ მორთეს სანდრო შელიამ და ნინა ხუბუტიამ საშობაო ნაძვის ხე (ფოტოები)