Digest Logo

„სტალინი იყო ღმერთზე ნაკლები და ყველა ადამიანზე მეტი - სტალინმა თავის დროზე უფლის შეწევნით, გადაარჩინა კაცობრიობა“ - კონსტანტინე მორგოშია

1666082533
მორგოშა და სტალინი

„ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი, კონსტანტინე მორგოშია თავისი თანაგუნდელის ზურა მახარაძის ფოტოს, რომელიც სტალინის ძეგლთან არის გადაღებული, ფეისბუკზე აქვეყნებს და ბელადის შესახებ საკუთარ მოსაზრებას აფიქსირებს.

მორგოშია იოსებ ჯუღაშვილის კაცობრიობის გადამრჩენელს ღვთის რჩეულ ადამიანს უწოდებს.

„ეს სურათი ზურა მახარაძეს მე გადავუღე. მერე მანაც გადამიღო სურათი სტალინის საფლავზე... როცა ზურამ ეს სურათი თავის ფეისბუკ გვერდზე განათავსა და ვნახე... იმხელა დადებითი ემოცია წამოვიდა ჩემში, რომ ჩემი სურათის დადება უბრალოდ არც მომინდა. ზურას ამ სურათს დიდი ალიაქოთი და ღლიცინი მოყვა პერვერტების, ლიბერალებისა და ლატენტური ტროცკისტების გვერდებზე. მადლობა უფალს, რომ ამ სურათს გაცილებით მეტი დადებითი ემოცია ჰქონდა, რაც ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს. ნუ, ცხადია, არც ზურას დაცვას ვაპირებ ამ პოსტით და მით უმეტეს, არც სტალინის, რადგან არც ერთს არაფერი არ სჭირს ვინმესგან დასაცავი, მაგრამ ერთ რამეს კი ჩემი მხრიდან ვიტყვი - სტალინის ფენომენის შესწავლას 15 წელი შევალიე... ძალიან სკეპტიკური პოზიციიდან დავიწყე მისი შესწავლა და რამდენიმე წლის მერე მივხვდი თითქმის ყველაფერს. აქედან გამომდინარე, სტალინის მიმართ ჩემი შეფასება ასეთია: ის იყო ღმერთზე ნაკლები და ყველა ადამიანზე მეტი. სტალინი არამარტო ყველაზე დიდი ქართველი იყო, არამედ მსოფლიო ისტორიაში უპირობოდ #1 მოვლენაა და ამიტომ მე, ადამიანი, რომელსაც სიმართლის თქმა არასდროს არც მეშინოდა და არც მეთაკილებოდა, კიდევ ერთხელ ვიტყვი - სტალინმა თავის დროზე უფლის შეწევნით, გადაარჩინა კაცობრიობა და ახლაც ჩვენ მის დანატოვარზე გვაქვს შანსი ეს ბრძოლა საბოლოო გამარჯვებამდე მივიყვანოთ. ამიტომ არც არავის გაგიკვირდეთ... არც ახალი მელიტონ ქანთარია გამარჯვების დროშით ხელში“, - წერს მორგოშია.

ასევე დაგაინტერესებთ

🎥 ტრაგედია სენაკში - ახალგაზრდა ქალი საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაიცვალა

🔵„წაღებულია ჩემი  ლეპტოპი და „ტვ პირველის” ვიდეო კამერა“ - ირაკლი ვაჩიბერაძე ქურდობის ფაქტზე

🎥 „ეს დღე წელიწადში ყველას ეკუთვნის“ - თიკა ფაცაციას დაბადების დღე პირდაპირ ეთერში გრანდიოზულად აღნიშნეს