ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„ხშირად გვითქვამს - თუნდაც ასპროცენტიანი მართალი იყო, მაინც უნდა შეგეძლოს დაიტიო და მიუტევო,
იმიტომ, რომ მწყემსი, რომლის ხმაც გესმის - იმის მწყემსიცაა, რომელსაც შენ ავი თვალით უყურებ;
და ეს ორი რამ, შინაგანი ცხოვრება და მოყვასისადმი ქრისტესმიერი დამოკიდებულება, არის ის აუცილებელი პირობა, რომ ჩვენ ეკლესიაში დავრჩეთ.
ასეთ დროს ადამიანის ცხოვრება უაღრესად საინტერესოა,
ჭეშმარიტად, ასეთი ადამიანი, ზეცის მოქალაქე ხდება,
ეს სოფელი, მისთვის ბევრს აღარაფერს ნიშნავს,
ნიშნავს იმდენად, რამდენადაც იგი სწავლობს ქრისტეს მოწაფეობას,
სწავლობს ქრისტესადმი სიყვარულს.
ამისთვის არის ყველაფერი ამ სოფელში, ამ სოფელს სხვა დანიშნულება არ აქვს.
და მომზადება, როცა ჩვენ ვემზადებით ქრისტესთან უშუალო შეხვედრისათვის“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕უახლოეს დღეებში საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი - ამინდის პროგნოზი