ქორეოგრაფიული ანსამბლის „სუხიშვილების“ მოცეკვავე ნინო კირვალიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში „სუხიშვილები“ ავრცელებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ, „სუხიშვილების” გამორჩეული მოცეკვავის, უმშვენიერესი ნინო კირვალიძის გარდაცვალების გამო.
საქართველოს სახალხო არტისტი ნინო კირვალიძე ანსამბლის სოლისტი მოცეკვავე 1958-1985 წლებში გახლდათ.
მის მიერ შესრულებული ცეკვები (“სამაია”, დავლური”..) კიდევ მრავალი წელი გვემახსოვრება და დარჩება ქართული ცეკვის ისტორიას“, - წერს „სუხიშვილები“.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵ვინ არის ქალი, რომელიც თავს „გეპეის“ დეკანად ასაღებდა - პროკურატურა დაზარალებულებს ეძებს
🔵„ველოდები კომენტარებში ისტერიკას, თუ როგორ ვბედავ ამას“ – რას წერს თამუნა მუსერიძე