Digest Logo

„სულ მიკრძალავდა „ოცნების“ კრიტიკას, რა გინდა თავი დაანებეო. დავხედე ფოტოს სიამაყით და უცბად ვიცანი...“ - რას წერს ნანა მა­ლაშ­ხი­ას მეგობარი

1678476941
აქციის გმირი

ნანა მალაშხია 7 მარტს დაწყებული აქციის ერთ-ერთი მთავარი გმირია. მისი ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა, რაც საქართველოს საზღვრებს გასცდა და უცხო ქვეყნის მოქალაქეები ქალთა საერთაშორისო დღეს სწორედ მისი ფოტოებით ულოცავდნენ ერთმანეთს.

ნანა მალაშხიას მეგობარი სოციალურ ქსელში ძველ ისტორიას იხსენებს.

„ბავშვობის მეგობარი მყავს და სულ მიკრძალავდა ოცნების კრიტიკას, რა გინდა თავი დაანებეო. მე რა თქმა უნდა, არ ვუსმენდი. მერე პრემიერის კრიტიკამ სულ გამოიყვანა წყობიდან... რა ქნას ზეწოლა ჰქონდა პარტიული, ეტყობა ვალში იყო ვინმესთან.

საბოლოოდ რომ ვერ გამაჩერა აგრესიაში გადაუვიდა და მომტეხა, მერე რაც გავიგე უკვე დიდად აღარც გამკვირვებია... თან რცხვენოდა კიდეც თითქოს (გულის სიღრმეში ასე მინდოდა შეიძლება). ბევრი რომ არ გავაგრძელო, ის კი არ მეწყინა ოცნების მხარდამჭერი რომ არის, არამედ „ოცნებელები“ რომ ეუბნებოდნენ გააჩუმეო და მაჩუმებდა... თავისუფლება გაბედულებაშია და ის სხვა არაფერია გარდა იმისა, რომ ვიცხოვროთ ისე, როგორც გვსურს! იმედი გამიცრუვდა! სად წავა საქართველო თუ ასე ვიარეთ შიშით და უპრინციპო -თქო.

დღეს კი გავიღვიძე და ეს საოცარი გოგო ვნახე: უშიშარი და მებრძოლი, ასეთებზე იდგა და დგას საქართველო საუკუნეებია. ვერ შეაშინებ, ვერ უბრძანებ, ვერ დაამონებ, ვერ მოისყიდი, იმიტომ, რომ თავმოყვარეობა და თავისუფლება ყველაზე დიდი მონაპოვარია მისთვის. და თუ წართმევით დაემუქრები შეეწინააღმდეგება და ბრძოლის გარეშე არ დაგნებდება.

დავხედე ფოტოს სიამაყით და უცბად ვიცანი... თან მეორე ხელით მესიჯებს მიგზავნიდა... მაინც გადავრეკე და გადავამოწმე მეორე მეგობართან. დასტურის მერე ჩემს მეგობარს დავპირდი, რომ ზაფხულში გნახავთ -მეთქი და თავისი დაღლილი და ჩალურჯებული ფეხების დასასვენებლად დავემშვიდობე სწრაფად. (ისიც იქ იდგა უშიშრად გუშინ) მე კი მხრებგაშლილი და ამაყი წავედი სამსახურში.

სხვათა შორის ჩვენ ყველა ერთად გავიზარდეთ (ჩემი მეოცნებე ბავშვობის მეგობარიც) მაშინ ოცნება საერთოდ არ იყო, არც ამდენი პოლიტიკური პარტიები, მხოლოდ წყეული საბჭოთა კავშირი გვაჩმორებდა. როგორც იქნა მოვიშორეთ უამრავი ბრძოლის შემდეგ... მე საქართველოდან წამოვედი 20 წელზე მეტია, ამასობაში რა მოხდა არ ვიცი, ეტყობა გამომეპარა...“, - წერს ეკატერინე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ისე დაკარგეთ სახე, ვფიქრობ თქვენს მეუღლესაც კი გაუჭირდება მისი პლასტიკური სახით აღდგენა“ - ნუგზარ სულაშვილი ნინო ნადირაძეს

🔵„ერთხელ მაინც გამოვიდა საპატრიარქოდან ვინმე და გადააბრუნა ერთი სიტყვა მაინც? აბა გვეხსენებია 25 მლნ“ - დომენიკ მანგო

🎥 „ამ წამს გამოვიარეთ პარლამენტთან, დგანან ბავშვები და ასუფთავებენ“ - მარიეტა შპიტკოვა