Digest Logo

„სულ სამი ნაყოფი ესხა. დავკრიფე, მაგრამ ისე მშიოდა, ვერ მოვითმინე და ერთი იქვე შემომეჭამა. ის მეგობარი გარდაიცვალა და მას შემდეგ სულ მაწუხებს სინდისის ხმაო“ - რას იხსენებს ნანა აკობიძე გარდაცვლილ პედაგოგზე

1677741311
გელა ლიპარტელიანი

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლების, ქულბაქისა და ჩქუმის დამაკავშირებელ გზაზე ზვავის ჩამოწოლის დროს ავტომობილში პედაგოგი გელა ლიპარტელიანი იმყოფებოდა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.

👉ცნობილია გარდაცვლილი მასწავლებლის ვინაობა, რომელიც ცაგერში ზვავის ჩამოწოლას ემსხვერპლა

მასწავლებელთან დაკავშირებულ მოგონებებს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნანა აკობიძე იხსენებს.

„გაკვეთილი გელა მასწავლებლისგან (იმ მასწავლებლისგან, ორი დღის წინ რომ დაიღუპა ზვავში):
მოსწავლეებს კითხვები ჩამოუწერიათ პატარა ბარათებზე და მასწავლებლებისთვის ჩამოურიგებიათ.
„სინდისის ხმას თუ შეუწუხებიხართ?“ - ასეთი კითხვა ამოსვლია გელა მასწავლებელს.
კიო, უთქვამს, შევუწუხებივარ, აქამდე მაწუხებსო და მოუყოლია:

„წლების წინ საბერძნეთში გადავდიოდით მე და ჩემი მეგობარი არალეგალურად. რამდენიმე დღე მივდიოდით ტყეში. ძალიან მოგვშივდა. ვიფიქრეთ, რომ სადმე ხილის ხე აუცილებლად იქნებოდა და სხვადასხვა მხარეს წავედით საძებნელად, ადგილი დავთქვით, სადაც უნდა შევხვედროდით. მსხლის ხეს წავაწყდი - სულ სამი ნაყოფი ესხა. დავკრიფე, მაგრამ ისე მშიოდა, ვერ მოვითმინე და ერთი იქვე შემომეჭამა. მეგობართან რომ დავბრუნდი, ამ ორი მსხლიდან შედარებით პატარა ამოარჩია თავისთვის, დიდი კი მე დამიტოვა: შენ დიდი ხარ, მეტი გჭირდებაო.

შემრცხვა და ვერ ვუთხარი, რომ ერთი ცალი უკვე შევჭამე. გავიდა დრო - სულ მინდოდა, მეთქვა მისთვის ამ მსხლის ამბავი, მაგრამ რატომღაც ვერ ვუთხარი. ამასობაში ის მეგობარი გარდაიცვალა და მას შემდეგ სულ მაწუხებს სინდისის ხმაო“.

დღეს რამდენიმემ მომწერა ეს ისტორია - მისი მოსწავლეები იხსენებენ.

მხოლოდ ინგლისურს რომ არ ასწავლიდა ეს ადამიანი სოფლის სკოლებში - იმის დამადასტურებელი პატარა დიდი ამბავია ეს“, - წერს ნანა აკობიძე.

🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 51 წლის ქალს დეიდა რაფერ დავუძახო, ბებიაჩემი 50 წლისაა - ლუკა შუბითიძის სახალისო ვიდეო

🎥 „სხვა საქართველო სად არის“ - ელის მარია სააკაშვილი პირდაპირ ეთერში ლექსს კითხულობს

🎥 „შენ ხარ ჩემი ალიონი“ - როგორია თიკა ფაცაციასა და არჩილ სოლოღაშვილის მეგობრობა კადრს მიღმა