Digest Logo

„სული, რომლის გადარჩენა მას ჩავაბარეთ, უპატრონოდ დაგვჩა… ახლა ვინ ილოცებს ჩვენთვის, ვის შესწევს ძალა უანგაროდ იღვაწოს ასე?“ - თიკო ჩხეიძე

1773847620
თიკო ჩხეიძე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი ეხმაურება და მის შესახებ ემოციურ ამბებს იხსენებენ. მათ შორის არის მოდელი თიკო ჩხეიძე, რომლის ოჯახში ტრაგედია 2018 წლის 15 აგვისტოს დატრიალდა – მისი და ნუკრი რევიშვილს 9 წლის ქალიშვილი ტატა დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა.

„დღეს ყველაზე მდუმარე ღამეა ალბათ საქართველოსთვის, როცა არ იცი რა უნდა აკეთო მის გარეშე, თითქოს სული რომლის გადარჩენა მას ჩავაბარეთ ასე გაუცნობიერებლად, უპატრონოდ დაგვჩა… ახლა ვინ ილოცებს ჩვენთვის, ვის შესწევს ძალა უანგაროდ იღვაწოს ასე?

… მშვიდობით ჩვენო პატრიარქო, ყოველთვის ჩვენს გულებში სამარადისოდ 🙏🏻🤍

ალბათ ჩვენ ყველას, ჩენი პირადი ურთიერთობა გვქონდა პატრიარქთან, (არ აქვს მნიშვნელობა ფიზიკური თუ სულიერი კავშირი) მისი ვიდეოს შეხვედრაზე უნებურად წამოვდგებოდი ფეხზე და პირჯვარს ვიწერდი პატივისცემის ნიშნად. არავისთვის, ვერავინ მხედავდა, უბრალოდ მის ძალას ვგრძნობდი, რომელიც მოკრძალებისკენ მიბიძგებდა…

ბავშვობაში ყოველ კვირა დღეს ვესწრებოდი წირვას სიონის ტაძარში, მაშინ პატრიარქი ძალიან მაღალი და ძლიერი იყო, ბავშვები გაუაზრებლად ვიდექით რიგში კურთხევის მისაღებად, სანამ ილია მეორე ადამიანებისგან შემდგარ გრძელ დერეფანს ჩაივლიდა, ჩვენ უკვე რამდენჯერმე გვედო მისი მადლიანი ხელი თავზე, ნიშნის მოგებითაც კი ვითვლიდით ამ კვირა დღეს ვინ უფრო მეტჯერ დაუდგა წინ …

ვიზრდებოდი და ჩემი მოწიწებაც იზრდებოდა მის მიმართ, ასე იქნება მარადჟამს.

ვუსამძიმრებ საქართველოს“, - წერს თიკო ჩხეიძე. 

ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.

18 მარტი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო და გაგრძელდება 22 მარტამდე, მის დაკრძალვამდე.

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Tiko chkheidze 🐅 (@tiko__chkheidze)

⭕ ასევე დაგაინტერესებთ: 

⭕„დიდი განსაცდელის წინაშე ვიდექი, სასოწარკვეთილებამ შემიპყრო, უდიდესი სურვილი მქონდა შევხვედროდი, ერთ დღესაც საპატრიარქოს გზას დავადექი...“ - ინგა მამუჩიშვილი პატრიარქთან შეხვედრაზე

⭕ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი