Digest Logo

„სულიკო თუ არის საბერწიაზე? როდესაც შევიტყვე იქ იყო...“ - გიორგი ნიკოლავა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

1783406182
გიორგი ნიკოლავა

ფოტოგრაფი გიორგი ნიკოლავა დიდი პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში. მისი აღბეჭდილი კადრები კი ხალხის სიმპათიას და სიყვარულს იმსახურებს.

ამჯერად იგი ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც ემოციურ ისტორიას იხსენებს:

„მზე თითქმის ჩასული იყო, როდესაც გაღმა მთის კალთაზე სახლები შევნიშნე, იქვე მომახსენეს ეს საბერწიის დასახლებაა დაიცალა სოფელი, ამჟამად მხოლოდ ერთი ოჯახი არის მთაში.

4 წლის წინ ვიყავი ამ საოცარ ადგილას, სადაც სიცოცხლე ჩქეფდა.

გულდაწყვეტილი ვკითხე მეგზურს, სულიკო თუ არის საბერწიაზე? როდესაც შევიტყვე იქ იყო. შევეცადე ხმა მიმეწვდინა 3-მა მცდელობამ უშედეგოდ ჩაიარა.

ვიფიქრე მანძილი დიდია და ხმა ვერ გაიგონათქო, მცირე პაუზის შემდგომ მეოთხეჯერაც შევძახე, მისი სახელი. რამდენიმე წამის შემდგომ ომახიანი ხმით პასუხი გამცა: აქა ვარ აქო.

გული სიხარულით ამევსო. უმალვე უბიდან ძმობილური ამოვიღე და დავურეკე, მთის მეგობარს  
მაწყვალთა კარაპეტის მთა“, - წერს გიორგი ნიკოლავა.

⭕ ასევე დაგაინტერესეთ:

🎥 „მე ყველაფერი გავეცი რითაც ბედნიერი ვარ...“ - კრიშტიანუ რონალდუმ სანაკრებო კარიერა დაასრულა

⭕ „თუ ჩემი და ღვთის ნება ერთმანეთს ასცდა, დამთავრებულია ჩემი საქმე...“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 7 ივლისს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით