Digest Logo

თამარ ჩერგოლეიშვილი: გვარამიას ვიზიტები დასავლეთში მხოლოდ დაარწმუნებს დასავლეთს, რომ „ქართული ოცნება“ ერთადერთი სერიოზული მოთამაშეა, სამწუხარო სიმართლეა, მაგრამ ასე იქნება

1732784528
ნიკა გვარამია

„გვარამია იმასაც გააფუჭებს, რასაც სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო ასპარეზზე ცდილობს“, - ამის შესახებ „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, ნიკა გვარამიას ვიზიტები, მხოლოდ დაარწმუნებს დასავლეთს იმაში, რომ „ქართული ოცნება“ ერთადერთი სერიოზული მოთამაშეა.

„გვარამია იმასაც გააფუჭებს, რასაც სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო ასპარეზზე ცდილობს. მისი ვიზიტები დასავლეთში მხოლოდ დაარწმუნებს დასავლეთს, რომ ქართული ოცნება ერთადერთი სერიოზული მოთამაშეა და მასთან უნდა დალაგდნენ. სამწუხარო სიმართლეა, მაგრამ ასე იქნება“, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ როგორ უნდა გადადგათ სწორი ნაბიჯები გამძაფრებული ინტუიციის დახმარებით

⭕ ქეთევან ხატიაშვილის და დავით კაჭარავას მოგზაურობა იტალიაში - ტანმოვარჯიშე ახალ ფოტოებს გვიზიარებს

🎥 როგორ შევაჩეროთ შებერილობა და გაზები - ინდური ხალხური მედიცინის ექსპერტის რეკომენდაციები