Digest Logo

„თამარ მაყაშვილის გამოჩენა ეთერში ჩემთვის ნიშნავს ხმაურს და უაზრო ლაპარაკს“ - მანანა მანჯგალაძე

1667303729
თამარ მაყაშვილი და მანან მანჯგალაძე

ჟურნალისტი მანანა მანჯგალაძე მსახიობ თამარ მაყაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პირად მოსაზრებას აფიქსირებს. მანჯგალაძის აზრით, მაყაშვილის ციტატა შეურაცხმყოფელი იყო, მისი ბოდიში კი სწორი საქციელი. ამასთან მანჯგალაძეს მიაჩნია რომ მისი სპექტაკლიდან მოხსნა და სახალხოდ დასჯა ზედმეტია.

„არ ვარ თამარ მაყაშვილის გულშემატკივარი, უფრო მეტიც მისი გამოჩენა ეთერში ჩემთვის ნიშნავს ხმაურს და უაზრო ლაპარაკს. ის სიტყვებიც მაშინვე მომხვდა ყურში და არ ვიცი რა დავარქვა .... ახლა ტელევიზორში ისეთ ხალხი ჩანს თამარ მაყაშვილი კი არა აგერ ბიბი თუ ბაბი გახდა უცებ ნანი ბრეგვაძე.... სრული აღრევა გვაქვს ყვალეფერში.... და მაინც საზოგადოებამ აიძულა - გაითავისა თუ არ გაითავისა ბოდიში მაინც მოიხადა. და ეს სწორი იყო საზოგადოების მხრიდანაც და მისაგანაც. ანუ თავის საქციელზე პასუხი აგო. ამის მერე გაცილებით უფრო მეტად დაუკვირდება თავის სიტყვებს და სხვებისთვისაც იქნება ეს მაგალითი.

მაგრამ, მაგრამ, ხალხო სპექტაკლიდან მოხსნა რა უბედურებაა... გადაირიეთ. ეს უკიდურესობები ეს რაღაც სახალხო სასჯელები, დავხვრიტოთ ბარემ, ან გავაციმბიროთ“, - წერს მანანა მანჯგალაძე.

ცნობისთვის ტელეკომპანია იმედის ეთერში მსახიობმა  თქვა: „არასდროს ვაცმევდი ამათ სულელურ კაბებს და იმ დღეს გავიხედე, კატოს არ აცვია ხულოელი ბავშვივით, რაღაც საშინელი ბეშუმური კაბა“.

თავად ტელეკომპანია „იმედი“, შექმნილი უხერხულობის გამო, წუხილს გამოთქვამს და ადასტურებს პატივისცემას იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც რესპონდენტის მიერ ეთერში ნათქვამი შეურაცხყოფად მიიღეს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„გემუდარებით, გადამირჩინეთ შვილები“ - მანანა არჩვაძე-გამსახურდია მიმართვას ავრცელებს

🔵„გილოცავთ, ოფიციალურად მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირიან ქვეყანაში ვცხოვრობთ“ - ლუკა ნაჭყებია

🔵🎥 „წყალი ყინულივით ცივი იყო“ - რა კადრებს აქვეყნებს ნანუკა სტამბოლიშვილი