
„მის საქართველო 2012“ თამთა შედანია სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და ხშირად უზიარებს გამომწერებს როგორც პირად ფოტოებს, ისე ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებს.
მან ახლახან გამომწერებს სასიხარულო ამბავი ამცნო. მოდელი მესამე შვილის დედა გახდა.
წყვილს ბიჭი ეყოლა, რომელსაც მიხეილი დაარქვეს:
„31 ივლისს ჩვენს ოჯახში დაიბადა მიხეილ რატიანი
💙 კიდევ ერთი სიყვარულით სავსე სული — ჩვენი პატარა მიხეილი.
🕊️ მადლობა უფალს ამ უდიდესი სასწაულისთვის
✨გულით მადლობას ვუხდი თითოეულ თქვენგანს თბილი მილოცვებისა და სიყვარულისთვის“, - წერს თამთა შედანია.
ასევე დაგაინტერესებთ:
📸 როგორ გამოიყურებოდა ანუკი არეშიძე თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძის წარდგენაზე