Digest Logo

„თანდათან ფანებისგან ხდება გადასარჩენი „ნამეტანი სიყვარული“ აგრესიას და კონტროლის სურვილს უტოლდება...“ - რას წერს ნათია ფანჯიკიძე

1719994570
ბუდუ ზივზივაძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ საზოგადოების ნაწილი დაუსაბუთებელი არგუმენტებით ცდილობს ფეხბურთელებზე ინფორმაციის გავრცელებას.

კერძოდ, ფანჯიკიძე ეხმაურება ფაქტს, რომ თითქოსდა ღონისძიების მიმდინარეობისას დიმა ობოლაძემ ბუდუ ზივზივაძეს სიტყვა არ მისცა.

„ეს საოცარი ბიჭი, გარდა იმისა, რომ გადასარევი ფეხბურთელია, იმიტომ გვიყვარს, ასე ლაღი, კეთილი, გამბედავი და ხალასი რომაა და იქნებ გავუშვათ კლანჭები და არ დაგაკარგვინოთ ეს სიკაშკაშე ჭარბი დადარაჯებით და დაუსაბუთებელი პარანოიდული განწყობებით.

გაუცნობიერებელი ჟინი, ხელში ჩაიგდო „ლურჯი ფრინველი“, გამოსტაცო თავის ბუნებრივ გარემოს, სამეგობროს, პროფესიას და ჩასვა გალიაში, გააცნობიერო უნდა. თანდათან ფანებისგან ხდება გადასარჩენი. „ნამეტანი სიყვარული“ აგრესიას და კონტროლის სურვილს უტოლდება. ყველაფერს ეტყობა, რომ ნაკრების წევრებს ერთმანეთი უყვართ, უყვართ ბუდუ და მას ძალიან აფასებენ.

ხალხის ნაწილის ვნება, ჩაგრულად გააფორმონ ეს საოცრად ლაღი ადამიანი და თავიანთი „დაცვის“, ანუ კონტროლის ობიექტად აქციონ, ყველაფერთან ერთად, უკვე მის დაკნინებას და შეურაცხყოფას ემსგავსება. არც ბუდუა „საწყალი“ ტიპი და არც ნაკრების წევრები არიან „ცხვრები“, რომ ერთმანეთი დააჩაგრინონ ვინმეს.

მესმის, სინათლის მოხელთება და მისაკუთრება დიდი ცდუნებაა, მაგრამ ეს ცდუნება სხვანაირად დავიკმაყოფილოთ, ამ სინათლეში უბრალოდ ყოფნით, იმდენად, რამდენიც გვეკუთვნის და იმდენად, რამდენის უფლებასაც თავად ბიჭები გვაძლევენ. თუ დავჭირდებით, თვითონ დაგვიძახებს და იცის, რომ ვყავართ“,- წერს ნათია ფანჯიკიძე.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„ბუდუმ გაგცათ პასუხი ყველაფერზე და უქომაგეთ ისე, როგორც საჭიროა და არა პოლიტიკურად“ - ლაშა ბასლანძე

⭕გიორგი მიქაუტაძე ახალ კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს, მას საზეიმო ღონისძიებაზე არყოფნაში, ხელი ოფიციალურმა ვალდებულებებმა შეუშალა

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

 „ვკითხე ბუდუს და მისთვის არ უთქვამს...სამართლიანები ვიყოთ“- კახა ზივზივაძე