Digest Logo

„თაობა, რომელიც აქტიურად დადიოდა მკითხავთან და ჯადოებს უკეთებდნენ ერთმანეთს, ახალგაზრდებს ეუბნებიან, რომ ჰელოუინის ივენთზე წასვლა სატანისტურია“- რობი გეთიაშვილი

1698656906
არქიტექტორი რობი გეთიაშვილი

ჰელოუინის (All Hallows' Eve ყოველთა წმიდათა საღამო) სახელი ქრისტიანულია და წინ უძღვის კათოლიკური ტრადიციით, ყველა წმინდანის მოხსენიების დღეს, რომელიც დასავლურ საქრისტიანოში მერვე საუკუნიდან 1-ელ ნოემბერს აღინიშნება.

თანამედროვე სახით ჰელოუინი დაცლილია რაიმე სახის რელიგიური შინაარსისგან და საკარნავალო ელემენტებით გართობას გულისხმობს, თუმცა ქართველებს მაინც „ეჰმაკის“ რიტუალი გვგონია და არ ვაღიარებთ.

სწორედ ამ თემას ეხმაურება სოციალურ ქსელში არქიტექტორი რობი გეთიაშვილი და სახალისო სტატუსს აქვეყნებს.

„თაობა, რომელიც აქტიურად დადიოდა მკითხავთან, ჯადოებს უკეთებდნენ ერთმანეთს, სწამდათ რომ ოჯახიდან წასულ ადამიანს ვიღაცამ რაღაცა აჭამა, უყურებდნენ სერიალს "სახლი ძველ უბანში", სკლინტმა და თვალის თამაშმა ფული იცოდა, სტვენამ და მაგიდაზე ჯდომამ სიღარიბე, შავი კატა თარსი იყო ა.შ.... ახლა ესენი ახალგაზრდებს ეუბნებიან რომ ჰელოუინის თემით ბრენდირებულ ივენთზე წასვლა სატანისტურია“, - წერს რობი გეთიაშვილი.

 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „თუ მომავალი თაობა მკითხავს რას ემსახურებოდიო, ვუპასუხებ რომ ღმერთს“ - რას ამბობდა თენგიზ არჩვაძე გარდაცვალებამდე

🎥 „ოჯახის შექმნა უნდოდა, გადამიხდი დიდ ქორწილსო?“ - რას ჰყვებიან ოჯახის წევრები „ჰამასის“ ქართველ მსხვერპლზე

🔵🎥 ვინ არის ინგა გრიგოლიას ცხოვრების ადამიანი?