ბლოგერი ნათია ქოლუსი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ტაროს კარტის გაშლები, რომელიც სოციალურ ქსელში ვირუსივითაა გავრცელებული, სატანისტურია. ქოლუსი იმ საფრთხის შესახებაც წერს, რაც ტაროს მოყვარულებს ემუქრებათ.
„არ ვიცი ეს ვინმემ თუ არ იცის, მაგრამ მაინც ვიტყვი, ტაროს კარტები, რაც ახლა ტრიალებს მეინსტრიმში და მათი გაშლა, 1000%-ით ეშმაკისეულია.
არანაირი „მე არ მჯერა, ისე ვშლი“ იმას არ აინტერესებს, გჯერა თუ არა, მისი წესებით თამაშობ, შესაბამისად, კარებს უხსნი!
და არანაირი არა, „აი, ეს ისეთი ტაროა, უწყინარი“, აბსოლუტურად ყველა ასპექტით და საზრისით ეშმაკისეული და სატანისტურია! (ოკულტური) ტაროს მთავარი კარტი ხშირად ეშმაკი მაინც არ იყოს.
ძალიან ბევრისგან გამიგია, რომ შეჰყვნენ, შეჰყვნენ და დაეწყოთ შფოთვები, შიშები და ა.შ. ეს შიშები და შფოთვები შეიძლება ვერ გაიგო საიდან მოდის, მაგრამ მოდის იქიდან, რომ ბოროტ ძალებს შენ ამით კარს უხსნი და უფლებას აძლევ შენი სული აწამონ.
ასე რომ თუ დაგეწყო შიშები და თან ტაროების გაშლას უყურებდი თუნდაც ონლაინ, იცოდე რატომაც“, - წერს ნათია ქოლუსი.
ასევე დაგაინტერესებთ
🎥 ტრაგედია სენაკში - ახალგაზრდა ქალი საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაიცვალა
🔵„წაღებულია ჩემი ლეპტოპი და „ტვ პირველის” ვიდეო კამერა“ - ირაკლი ვაჩიბერაძე ქურდობის ფაქტზე