Digest Logo

თათია ახალაიას ახალი იმიჯი - მოდელი შავ კაბაში პოზირებს

1725889919
თათია ახალაია

მოდელი თათია ახალაია წლებია ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. თავის პროფესიაში იგი საკმაოდ წარმატებული და ნაცნობი სახეა. 

ამჯერად მან სოციალურ ქსელში ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც შავ კაბაში პოზირებს. 

გარდა კაბისა, საზოგადოებას ყურადღების გარეშე არც მისი ახალი იმიჯი დაუტოვებია.

„ძალიან მოგიხდა მოკლე თმა“.

„საოცარი კაბაა“.

„რა სილამაზეა“, - წერენ სოციალურ ქსელში.

თათიას მონაწილეობა აქვს მიღებული Miu Miu-ის, Hermes-ის, Gucci-ის, Zuhair Murad-ის, Roberto Cavalli-ის, Emilio Pucci-ის, Dolce & Gabbana-სა და სხვა ბრენდების მილანურ, პარიზულ თუ ნიუ-იორკულ ჩვენებებში.

თათიას კარიერა 2014 წელს დაიწყო. საერთაშორისო ჩვენებებზე მისი ფეხი ქართველებისთვის იღბლიანი აღმოჩნდა.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ალისა ერთი თვის“ - ლიკა ევგენიძე შვილის უსაყვარლეს ფოტოებს გვიზიარებს

ლიკა ქორქია ესპანეთში მოგზაურობს - მოდელი ახალ ფოტოებს აქვეყნებს

🎥 „უნდა მოვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს...“ - საქართველოში გავრცელებული ინფექციები და ინფექციონისტის რჩევები საზოგადოებას