Digest Logo

🎥 „უნდა მოვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს...“ - საქართველოში გავრცელებული ინფექციები და ინფექციონისტის რჩევები საზოგადოებას

1725886914
ალექსანდრე გოგინავა

რომელი ვირუსული ინფექციებია ახლა საქართველოში გავრცელებული? - აღნიშნულ საკითხზე ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა და საზოგადოებას რჩევები გაუზიარა. 

როგორც ექიმი ამბობს, ანტიბიოტიკოთერაპიის დანიშვნა ნაწლავური ინფექციის დროს 5% ნაკლებ შემთხვევაშია საჭირო.

გარდა ამისა, ინფექციონისტი ამბობს, რომ კონდიციონერს შეუძლია ინფექციის გავრცელებაში მიიღოს მონაწილეობა.

„ვირუსები ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენ გვიწევს მათთან თანაცხოვრება. 

ყველა სეზონზე გვხვდება სხვადასხვანაირი ვირუსი. ინფექციების უმეტესობა გადადის კონტაქტური გზით.

პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია ჰიგიენური საკითხი, ხელების ხშირი დაბანა, დამუშავება და ის ადამიანები, ვისაც სიმპტომები აქვთ, უნდა მოგვერიდონ. 

ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი დამოკიდებულება, სიმპტომების არსებობის დროს უნდა მოვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს და კომუნიკაციას. 

ზოგადად გაჯანსაღება ორგანიზმის, კარგი განწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი - ეს ყველაფერი ხელს შეგვიწყობს ამა თუ იმ დაავადების შეხვედრის შემთხვევაში მარტივად გადავიტანოთ“, - ამბობს ალექსანდრე გოგინავა.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„ჩვენი გურგენ ხორავა...“ - თამუნა მუსერიძე ბიოლოგიურ მამასთან და ნათესავებთან ერთად ფოტოს აქვეყნებს

⭕„ყოველი იმედგაცრუება კარგი მომავლის საწინდარია...“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე?

🎥 „არ არის გამორიცხული ელექტრო საფრთხეები...“- ხათუნა ნოელის ყოველდღიური ასტროლოგიური პროგნოზი