Digest Logo

🎥 „რატო გეცინებათ? მეც დავდიოდი ფეხბურთზე“ - გიგი დედალამაზიშვილის სახალისო ისტორიას იხსენებს

18/6/2024 • 6:34

„ჩემი კლასელები ფეხბურთელები იყვნენ, ლორია, ერთ მერხზე ვისხედით. მეც დავდიოდი ფეხბურთზე, რატო გეცინებათ? მართლა დავდიოდი. ოღონდ სათადარიგოზე ვიჯექი.

ერთხელ მამაჩემს დავუძახე, მეგობრებთან ერთად თამაში მაქვს -მეთქი, მოვიდა მამაჩემი, მოიყვანა მეგობრები, სუფრა შეუკვეთა - ჩემს შვილს თამაში აქვსო და ერთად ვუყურეთ, არ მათამაშეს“, - ამის შესახებ მომღერალი გიგი დედალამაზიშვილი გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველო“ სტუმრობისას საუბრობს.

დღეს, 18 მაისს ქართული ფეხბურთისთვის ისტორიული დღეა - საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო შეხვედრას გამართავს. ქალაქ დორტმუნდში „სიგნალ იდუნა პარკზე“ ქართველების მეტოქე თურქეთის გუნდი იქნება. 

ცნობისთვის, თურქეთის შემდეგ, 22 ივნისს საქართველოს ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდება, 26-ში კი პორტუგალიას შეხვდება.