საფეხბურთო სკოლა „დიღმის“ ოფიციალური გვერდი სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას აქვეყნებს. მათი გუნდის წევრი 11 წლის კახი საჯაია ლონდონის „არსენალის“ აკადემიაში მიიწვიეს:
„ლონდონის „არსენალში“ ჩვენი ფეხბურთელი!
საფეხბურთო სკოლა „დიღომის“ 11 წლის ფეხბურთელი კახი საჯაია თბილისში ჩატარებული კემპის შემდეგ მიიწვიეს ინგლისური ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ და გამორჩეულ აკადემიაში.
კახიმ თავისი ნიჭით, შრომითა და ხასიათით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა დიდი ფეხბურთისკენ.
ეს არის შედეგი ყოველდღიური მუშაობის, დისციპლინის და იმ რწმენის, რომელიც ბავშვს საკუთარი ოცნების მიმართ აქვს.
ჩვენთვის ეს მხოლოდ ერთი წარმატება არ არის, ეს არის მოტივაცია ყველა პატარა ფეხბურთელისთვის, რომ დიდი მიზნები რეალურია.
👏 მადლობა მშობლებს ნდობისთვის
👏 მადლობა მწვრთნელებს დაუღალავი შრომისთვის ბადრი შოშიტაშვილი
👏 და ყველაზე დიდი მადლობა კახის — მონდომებისთვის და ბრძოლისუნარიანობისთვის“, - წერს საფეხბურთო სკოლა „დიღომის“ ოფიციალური გვერდი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „პირდაპირ ჩემს „ჰეითერებს“ ეძღვნება“ - ნუცა ბუზალაძემ ახალი სიმღერა გამოუშვა
⭕ცოლქმრულ ურთიერთობებში მეუღლეთა დაბადების წელი ყველაზე მნიშვნელოვანია – ნახეთ ბედნიერების ფორმულა
🎥 „სიყვარულს სჭირდება წყლის დასხმა და მოვლა“ - ლევან ხურციას და მარიამ კუბლაშვილის ოჯახური იდილია