Digest Logo

„თავისი ცხოვრება სკოლისა და მოსწავლეების გარეშე ვერ წარმოედგინა“ - ჭორვილის საჯარო სკოლის მასწავლებელი გარდაიცვალა

1710936736
შავი ლენტი

ჭორვილის საჯარო სკოლის პედაგოგი შურა სამხარაძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში სკოლის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„გლოვის ზარია ჭორვილის საჯარო სკოლაში.

გულისტკივილს გამოვთქვამთ, რომ ღვაწლმოსილი პედაგოგი, ერთგული და საიმედო ადამიანი, მეგობარი, აღარ დაამშვენებს ჩვენი სკოლის საზოგადოებას.

ჭორვილის საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი, ტექპერსონალი, ადმინისტრაცია, მოსწავლეები, მშობლები, დიდ მწუხარებას გამოთქვამენ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ქალბატონი შურა სამხარაძის გარდაცვალების გამო.

ვიზიარებთ ოჯახისა და ახლობლების მწუხარებას.

ქალბატონი შურა ერთგულად ემსახურებოდა მომავალი თაობების აღზრდის საქმეს, თავისი ცხოვრება სკოლისა და მოსწავლეების გარეშე ვერ წარმოედგინა. ის სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებში, მის ხსოვნას სიყვარულით შეინახავენ მისი აღზრდილი თაობები და ჩვენ, კოლეგები.

მშვიდობით ჩვენო უფროსო მეგობარო! ღმერთმა ცათა სასუფეველი დაგიმკვიდროს შურა მასწავლებელო“, - წერია სამძიმრის წერილში.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

როგორ შეცვალა ფეხმძიმობამ თინათინ ჯოხაძე და რაში ვერ იყენებს ის საკუთარ მდგომარეობას

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც 2024 წლის 25 მარტის მთვარის დაბნელება ფინანსური თვალსაზრისით მნიშვნელოვან ცვლილებებს მოუტანს

„მთელი ცხოვრება წერაში რომ გავხარჯო, მაინც ვერ აგიხსნი როგორ მჭირდები და მენატრები“ - დათო გორგილაძის ემოციური პოსტი გარდაცვლილ დედას