ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემებს მიმოიხილავს.
ამჯერად ლობჯანიძემ ახალი, შთამაგონებელი და ცხოვრებისეული შინაარსის სტატუსი გაავრცელა:
„ბევრისთვის პარადოქსია, მაგრამ არის მომენტები, როდესაც თეორიულად გარკვეულ საკითხებს აცნობიერებ, მაგრამ ის თემა პრაქტიკაში გულს გტკენს, გაშინებს ან ვერ იღებ.
ფაქტის წინაშე უძლურება უცოდინარობას არ ნიშნავს, ეს შინაგანი გარდაქმნის პროცესია.
სანამ ტკივილი შენს რეაქციებს მართავს, იქამდე ტრანსფორმაცია მიმდინარეობს.
ტრანსფორმაცია რომ დასრულდება რეაქცია ძველ მოვლენებზე აღარ გაქვს. თემა მიღებულია.
ამიტომ, გონება სიმართლეს შეიძლება დღესვე დაეთანხმოს, თუმცა მის გაცნობიერებას დრო სჭირდება.
სიბრძნე ცოდნის რაოდენობაში არ იზომება. სიბრძნეა, როცა ნასწავლი გაკვეთილი შენი ბუნების ნაწილი ხდება.
მაშასადამე: ჭეშმარიტების ცოდნა თავისუფლება არ არის, თავისუფლება ის მდგომარეობაა, როცა ჭეშმარიტებასთან წინააღმდეგობაში აღარ მოდიხარ“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ქრისტიანს არა აქვს უნარი სიძულვილის, რადგან მასში ქრისტე ცხოვრობს...“ - თეოდორე გიგნაძის ქადაგება
⭕„ისინი ელოდნენ, რომ მე გავქრებოდი, ამის მაგივრად კი...“ - რას წერს ნეკა დოროყაშვილი