Digest Logo

„თავისუფლება რომ არაა აუცილებელი პირობა ამას გვახვევენ თავს და თან დებილები ვგონივართ“ - რას წერს ელენე ხოშტარია

1648586599
ხოშტარია და ნოე

„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს და პროდიუსერ ნოე სულაბერიძის სკანდალურ გამოკითხვას ეხმაურება. 

მისი თქმით, არჩევანი ჩვენზეა, ან ვეგუებით ამას, ან არა.

„ეს სახელისუფლებო პროპაგანდა ემსახურება ერთადერთს, შეგვაჩვიონ იდეას რომ სახელმწიფო არ გვქონდეს. თავისუფლება რომ არაა აუცილებელი პირობა ამას გვახვევენ თავს და თან დებილები ვგონივართ, როცა სრულიად ტყუილ დილემას გვიყენებენ. არანაირი მშვიდობა თავისუფლების გარეშე არ არსებობს და ომი, რომლისაც ყველა ნორმალურ ადამიანს ეშინია არის სწორედ რუსეთი და მასთან დაკავშირება. დასავლეთი კი უსაფრთხოება, მშვიდობა და თავისუფლებაა, ზედ კიდევ კეთილდღეობა.

არჩევანი ჩვენზეა, ან ვეგუებით ამას, ან არა. ეს მთავრობა უნდა წავიდეს! მშვიდობიანად და მალე! მერე იქნება არც თავისუფლება და არც მშვიდობა,“ - წერს ელენე ხოშტარია.