როდესაც ბავშვები სტრესს განიცდიან, მშობლებს შეუძლიათ დაეხმარონ მოცემული მდგომარეობის დაძლევის გზის პოვნაში.
პირველი, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, არის შეახსენოთ, რომ იყვნენ კეთილები საკუთარი თავის მიმართ:
🌼 გამოავლინეთ ტრიგერები. დაეხმარეთ ბავშვს ამოიცნოს და დაიწყოს იმ მომენტების თვალყურის დევნება, როდესაც ის სტრესს გრძნობს, აგრეთვე იპოვოს კანონზომიერებები თავის რეაქციაში. რა ხდებოდა ამ დროს? რას ფიქრობდა, გრძნობდა ან აკეთებდა ბავშვი სტრესის შეგრძნებამდე? ამის შემდეგ თქვენ შეძლებთ ერთად შეისწავლოთ, როგორ აირიდოთ თავიდან ასეთი სიტუაციები ან სწრაფად გადაჭრათ პრობლემა.
🌼 უპასუხეთ სიყვარულით. დაუთმეთ ბავშვს მეტი სიყვარული, დრო და ყურადღება. თვალყური ადევნეთ, ახდენს თუ არა სტრესი გავლენას მის ჯანმრთელობაზე, ქცევაზე, აზრებსა თუ გრძნობებზე. არ დაგავიწყდეთ მისი მოსმენა, ლმობიერად საუბარი და დამშვიდება.
🌼 იყავით სამაგალითო. უამბეთ ბავშვს, როგორ უმკლავდებოდით სტრესულ სიტუაციებს. თქვენმა გამოცდილებამ შესაძლოა შთააგონოს ბავშვი, რომ მოძებნოს სტრესის დასაძლევად სასარგებლო ჩვევები.
🌼 შეუწყვეთ ხელი პოზიტიურ აზროვნებას. ბავშვებს, განსაკუთრებით მოზარდებს, ადვილად შეიძლება გაუჩნდეთ საკუთარ თავზე ცუდი ფიქრები. თუ ბავშვისგან გესმით ისეთი ფრაზები, როგორიცაა „მე არაფერი მეხერხება“, „არ მიყვარს საკუთარი თავი“ ან „მეშინია ქუჩაში გასვლის“, ჰკითხეთ, რა აგრძნობინებს თავს ასე, და შეახსენეთ, რას მიაღწია და როგორ გააკეთა ეს. თქვენი მხრიდან პოზიტიური წახალისება ბავშვს შეძენილ გაგებასა და იმის რწმენას შემატებს, რომ მას შეუძლია სტრესულ სიტუაციებთან გამკლავება.
🌼 მხარი დაუჭირეთ ჯანსაღ ჩვევებს. ძილი და სწორი კვება გადამწყვეტია სტრესის შესამცირებლად. სპეციალისტები 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებს დღეში 9-დან 12 საათამდე ძილს ურჩევენ. მოზარდებს ღამით 8-დან 10 საათამდე ძილი სჭირდებათ. ძილის დასაცავად, ღამის საათებში შეზღუდეთ გაჯეტების გამოყენება და არ შეინახოთ ისინი საძინებელში. რაც უფრო კარგად იკვებება და ისვენებს თქვენი შვილი, მით უფრო ადვილად შეძლებს ის სტრესთან გამკლავებას.
🙏 წაახალისეთ ბავშვი, რომ დრო ატაროს სუფთა ჰაერზე, ითამაშოს და შეხვდეს მეგობრებს. ფიზიკური ვარჯიშები, მედიტაცია და სუნთქვითი ვარჯიშები სასარგებლოა და ეხმარება სტრესის დონის შემცირებაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მნიშვნელოვანი მოვლენებისთვის შეუფერებელი დღეა...“ - 8 ნოემბრის პროგნოზი ფენშუის მიხედვით