ვიდეოგრაფი გიორგი ჯობავა ყველასთვის ნაცნობი სახეა. მას სხვადასხვა პლატფორმაზე აქვს შექმნილი არხი, სადაც საკუთარ ნამუშევრებს, ქორწილების თუ პერსონალურ ვიდეოებს პერიოდულად აქვეყნებს.
ბოლო რამდენიმე თვეა ვიდეოგრაფმა გადაწყვიტა მთელი თავისი რესურსი მხოლოდ „იუთუბის“ და საკუთარ თავს დაუთმოს, შესაბამისად უარი თქვა ქორწილებისა და წვეულებების გადაღებაზე და მთლიანი რესურსი ამ პლატფორმას დაუთმო.
გიორგი ჯობავა ამჯერად ვიდეოს ტანზანიიდან გვიზიარებს და წერს:
„თავს არ ვზოგავ, ღამეებს ვათენებ რომ ბოლომდე ისიამოვნოთ და შეიგრძნოთ ხარისხის. ჩაჭედილი მაქვს იმაზე, რომ ხარისხი დავდო თუნდაც ამის გამო თვეში 1 ვიდეოს ძლივს ვდებდე და ვერ ვასწრებდე. მაგრამ მინდა, რომ ჩემს ვიდეოებს ფილმებივით უყურებდეთ და ძალიან მაგარი შეგრძნებები გეუფლებოდეთ!“, - წერს გიორგი ჯობავა.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „მეოთხე ვაჟკაცი...ჩემი იმპერია იზრდება!“ - რომან დოლიძე შვილს ელოდება
🎥 „ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავა“ - ივნისი და ზოდიაქოს ნიშნები: თაკო მელიქიშვილის ასტროპროგნოზი