„ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტი“ სოციალურ ქსელში სვანეთში გადაღებულ კადრებს ავრცელებს, სადაც კაცი თავს ესხმის ტურისტებს და მათ ოთხფეხა მეგობარს.
„ეს პიროვნება თავს დაესხა ჰოლანდიელ ტურისტებს და მათ გადარჩენილ ძაღლს, სახელად ჟუჟას მხოლოდ იმის გამო, რომ ცხოველი ცხვარს გაეთამაშა.
ნაცემია ძაღლი, ნაცემები არიან ტურისტები და პოლიციას არანაირი ზომები არ მიუღია!
სირცხვილია!
ოთხი საათის მერე იპოვეს დაკარგული და დასტრესილი ჟუჟა.
ეს პიროვნება ისევ გარეთაა“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ: