Digest Logo

„თბილისში მეგობარს „ცნობილმა“ ექიმებმა საშინელი დიაგნოზი, კანის კიბო და მწვავე ლიმფომა დაუდგინეს, თურმე სიმსივნე კი არა ანთება ყოფილა!“ - თიკო ფეიქრიშვილის სკანდალური პოსტი

1687157050
საავადმყოფოს დერეფანი

სოციალური ქსელის მომხმარებელი - თიკო ფეიქრიშვილი ფეისბუკში თავისი მეგობრის შესახებ ჰყვება და აღნიშნავს, რომ ქართველმა „ცნობილმა ექიმებმა“ კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, რეალურად კი ანთება ჰქონია.

„რამდენიმე კვირის წინ ჩემს მეგობარს საშინელი დიაგნოზი დაუსვეს, აქ თბილისში „ცნობილმა“ ექიმებმა, თან არაერთმა.

კანის კიბოს გარდა, რომელზედაც უკვე ვეღარ ვდარდობდით, მწვავე ლიმფომა დაუდგინეს, სხეულის 3 ადგილას სიმსივნური წარმონაქმნით (კატეს დსკვნით) და ეგრევე სასწრაფოდ ქიმია დაუნიშნეს, ესეც მიდიოდა გადასხმაზე, როდესაც მეორე მეგობარმა შეაჩერა, იქნებ თურქეთში რამე გავარკვიოთო, მოკლედ მოვძებნეთ სტამბოლში ონკოჰემატოლოგი, დავჯავშნეთ ვიზიტი და სასოწარკვეთილებმა და დახოცილებმა გავუშვით, ფუძის ძვლიდან ბიოფსიის ასაღებად.

იმავე დილას მომწერა, სისხლის ლიმფომა კი არა ანთებააო, ხალხო სიმსივნე კი არა ანთება ყოფილაო, ან-თე-ბა, რაც ალბათ კანისგან არისო, და გაუშვეს ონკოდერმატოლოგთან, იმან უთხრა კიო, გავსო, მაგრამ უნდა ამოვჭრათ რომ დიაგნოზი დავსვათო, ჰოდა ახლა პასუხი მოვიდა, დერმატიტიაო, განა კანის კიბო, დერ-მა- ტი ტიო.
ჩვენ კი დავიხოცეთ და იმ 6 ექიმს მერე ჩამოვუვლი, როცა გამოვფხიზლდებით“, - წერს ფეიქრიშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ რუსეთსყველაზე მეტად ის მოეწონებოდა, საქართველოს მოქალაქეები ერთმანეთს თუ დავერევით“ - ნათია ფანჯიკიძე

🔵„დღეს ახალმთვარეობაა - დალოცეთ ყველა, გულით უსურვეთ საუკეთესო...“ - მიხეილ ცაგარელი

🔵გია ბაღაშვილის უფროსი შვილის დაბადების დღეს აღნიშნავს - ემოციური მილოცვა