Digest Logo

თბილისში სასწრაფო დახმარების ექიმებმა ახალგაზრდა ქალი სახლში ამშობიარეს

1706255272
სასწრაფოს ექიმები

თბილისში სასწრაფო დახმარების ექიმებმა ახალგაზრდა ქალი სახლში ამშობიარეს - ინფორმაციას სოციალურ ქსელში „შენი სიცოცხლის გადასარჩენად“ ავრცელებს.

„თბილისის მე-8 ფილიალში, გამოძახება ლოზუნგით - მშობიარობა, შევიდა.

ახალგაზრდა ქალს მუცელი ასტკივდა და ოჯახის წევრებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს.

ადგილზე მისულმა 0828 ბრიგადის ექიმმა პაციენტის გასინჯვის შემდეგ ორსულის ბინაზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, რადგან მშობიარობა უკვე დაწყებული იყო.

სამედიცინო პერსონალის სწორად შეფასებული მდგომარეობის შედეგად, რამდენიმე წუთში ქვეყანას ჯანმრთელი ბიჭი მოევლინა. დედაც და პატარაც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სტაბილურ მდგომარეობაში სამშობიარო კლინიკაში გადაიყვანა.

ექიმ ლეილა კიღურაძის თქმით, აღსანიშნავია უმცროსი ექიმის დავით ბაბილოძის პროფესიონალიზმი და მძღოლის ზურაბ წკრიალაშვილის ოპერატიულობა. სამედიცინო ბრიგადის წევრებისთვის ეს პირველი მშობიარობა იყო.

გვეამაყება:
ექიმი - ლეილა კიღურაძე
უმცროსი ექიმი - დავით ბაბილოძე
მძღოლი - ზურაბ წკრიალაშვილი“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

23 წლის შვილის გარდაცვალება, შეხვედრა გორბაჩოვთან და ჭეშმარიტი სიყვარულის პოვნა - ელდარ შენგელაია, ანუ ქართული კინემატოგრაფიის დაუჯერებელი მოვლენა

ელდარ შენგელაია 91 წლის გახდა - როგორ მიულოცა კინორეჟისორს შვილიშვილმა დაბადების დღე

🎥 „ორი ვარსკვლავი“ - პაატა გულიაშვილი და ნიკა არაბიძე იუმორისტულ გადაცემას წაიყვანენ