თენგიზ სუხიშვილი იყო გამოჩენილი ქართველი მოცეკვავე, ქორეოგრაფი და ქართული ნაციონალური ბალეტის „სუხიშვილების“ სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი. იგი გახლდათ ანსამბლის დამფუძნებლების, ილია სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის ვაჟი, რომელმაც წარმატებით გააგრძელა მშობლების გზა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული ცეკვის პოპულარიზაციაში.
მას დღეს, 8 ივლისს 88 წელი შეუსრულდებოდა.
თარიღთან დაკავშირებით „სუხიშვილებმა“ ემოციური პოსტი გაავრცელა:
„დღეს ჩვენი ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელს, ყველასათვის სამაგალითო, ბატონ თენგიზ სუხიშვილს 88 წელი შეუსრულდებოდა.
მისი სიყვარული და ხსოვნა ჩვენი ანსამბლის ყველა წევრისთვის მარადიულია, ხოლო მისი ღვაწლი ქართული კულტურაში - განუზომელი“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ: