ცნობილი „რანინელები“, მომღერალი ოთო ბაზერაშვილი სოციალურ ქსელში დედას დაბადების დღეს ულოცავს და მას ემოციურ სიტყვებს უძღვნის.
როგორც თავად აღნიშნავს, 8 ივლისი მის ცხოვრებაში განსაკუთრებული დღეა:
„დღეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე განსაკუთრებული დღეა, რადგან დღეს ჩემი სიყვარული, დედაჩემი, დაიბადა.
დედა, გილოცავ დაბადების დღეს!
არც კი ვიცი, საუბარი და მადლობის თქმა საიდან დავიწყო, რადგან შენი ქება უსასრულოა.
მადლობა იმ სიყვარულისთვის, იმ ზრუნვისთვის, იმ მოთმინებისთვის და იმ ძალისთვის, რომელსაც ყოველთვის მაძლევ.
შენ ხარ ჩემი ყველაზე დიდი მხარდამჭერი და ცხოვრების მთავარი მაგალითი.
ერთად ძალიან ბევრი რამ გამოვიარეთ. აღარ ჩავუღრმავდები, მაგრამ დღეს ერთად ვართ და მინდა გითხრა: დედა, ჩვენ ეს შევძელით!
ჩვენი თავდაუზოგავი შრომის შემდეგ, შენ ძალიან ბევრ წარმატებას მიაღწიე. სახლში რომ ვზივარ და შენს იურისტის სერტიფიკატებს ვუყურებ, სახიდან ღიმილი არ მშორდება.
მე კი ხალხი უკვე მიცნობს. შენი ოცნება ავასრულე და ვმღერი. ვმღერი იმ ადამიანებთან ერთად, რომლებთანაც ის პატარა ოთო ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ოდესმე უდიდეს სცენებზე სიმღერას შეასრულებდა.
დედი, აღარ გავაგრძელებ. ძალიან მიყვარხარ და ეს შენ ყველაზე კარგად იცი.
შენ ხარ ჩემი დედა, ჩემი მეგობარი, ჩემი ძმაკაცი და ცხოვრებაში ყველაზე დიდი დამრიგებელი.
დიდი ბოდიში, თუ ოდესმე რამე გაწყენინე. იცოდე, რომ ძალიან, ძალიან მიყვარხარ.
დღეს ჩემი ანიკოს დღეა!!“, - წერს ოთო ბაზერაშვილი.
ასევე დაგაინტერესეთ:
⭕როდის იწყება წყვილს შორის უთანხმოება და კონფლიქტები
⭕რატომ იწვევს ჩვენში კონკრეტული ადამიანების ქცევა მძაფრ ემოციურ პროტესტს? - ფსიქოლოგის განმარტება
⭕რატომ არ შეუძლია ხელოვნურ ინტერნეტს ბედის მატრიცის გაშიფვრა?