Digest Logo

🎥 სეზონური ინფექციების მართვა შემოდგომაზე - რჩევები ინფექციონისტ მალვინა ჯავახაძისგან

1791876319
მალვინა ჯავახაძე

გამონაყარით მიმდინარე სეზონურ ინფექციებზე, ვირუსებსა და დაავადებებზე, რომლებიც შემოდგომაზე ყველაზე ხშირად გვხვდება გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრეს. 

ესენია ენტეროვირუსული ინფექციები, გრიპი, კორონავირუსი და სტრეპტოკოკული ინფექცია. 

აღსანიშნავია, რომ ენტეროვირუსული ინფექციები ხშირად გაიგივებულია დიარეასთან და კუჭ-ნაწლავის სხვა პრობლემებთან, თუმცა რეალობა სხვაგვარია.

როგორ ამოვიცნოთ გამონაყრის მიხედვით, რასთან გვაქვს საქმე, რა შეცდომებს უშვებენ პაციენტები ასეთ დროს ყველაზე ხშირად და როგორ აღმოვუჩინოთ პირველადი დახმარება, სანამ სპეციალისტს მივმართავთ? - იხილეთ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორის, ბოჭორიშვილის კლინიკის ინფექციონისტის მალვინა ჯავახაძის რეკომენდაციები:

„ამ სეზონზე არანაირი განსაკუთრებული, ახალი შტამი არ ცირკულირებს, არანაირი საშიშროება ამ ეტაპზე არაფრის არ გველოდება, უბრალოდ რაც ძველია, დავიწყებულია და ის უნდა გავიხსენოთ. 

წლის განმავლობაში ექვსი, შვიდი სხვადასხვა ვირუსი ცირკულირებს, მაგრამ ამ ეტაპზე სამი მნიშვნელოვანი ვირუსი ცირკულირებს, ეს არის კორონავირუსი, გრიპის ვირუსი და რესპირატულ-სინციტიური ვირუსი. რინოვირუსიც არის, პარაგრიპებიც არის, მაგრამ მათი დიაგნოსტირება ასეთი მნიშვნელოვნად არ ხდება. ძალიან მსუბუქად და ძალიან ხანმოკლე დროით მიმდინარეობს. რაც შეეხება თვითონ ამ ვირუსებს შორის როგორი თანაფარდობა გვაქვს, მოგეხსენებათ გრიპის ვირუსის სეზონი აწი იწყება. 

მთელი ზამთრის პერიოდში დეკემბერ-იანვარში ველოდებით ორივე შტამს, ა-ც და ბ-ც გრიპი იქნება, არსებული წინა შტამებიდან და ნუ რა მოხდება პროგნოზირება ძალიან რთულია“, - ამბობს მალვინა ჯავახაძე. 

ვრცლად, იხილეთ ვიდეო 👇

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 როგორ გამოვიდეთ ტოქსიკური ურთიერთობებიდან - რჩევები ფსიქოლოგ ბარბარე ჭკუასელისგან

⭕„ნუ მისცემთ სიზარმაცეს თქვენს გეგმებზე გავლენის მოხდენის საშუალებას“ - თაკო მელიქიშვილი 13 ოქტომბრის ენერგიებზე

🎥 როგორ შევაყვაროთ ბავშვს კითხვა? - მეტყველების თერაპევტის რჩევები დედებს

✕