Digest Logo

🎥 თიკა ჯამბურიას ყოფილმა ქმარმა მანქანა აჩუქა - „გილოცავ, სულ ასეთი ბედნიერი იყავი“

1744625481
თიკა ჯამბურია

მომღერალი თიკა ჯამბურია „ინსტაგრამზე“ საკმაოდ აქტიურად გვიზიარებს ცხოვრებისეულ სიახლეებს. თიკა საჭმელების მომზადებითაც არის გატაცებული, იგი ერთ-ერთი კულინარიული შოუს ფინალისტიც იყო.

თიკამ გამომწერებს მორიგი ვიდეო გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ მისმა ყოფილმა მეუღლემ, ბექა ხოფერიამ მას ავტომობილი აჩუქა.

შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენი, მომღერალ თიკა ჯამბურიას ყოფილი მეუღლე ბექა ხოფერია მესამე ცოლს ცოტა ხნის წინ დაშორდა, რომელთან იტალიაში გადახდილი ქორწილის შესახებ შარშან მთელი საქართველო საუბრობდა. 

ბექა და მისი მესამე მეუღლე სოფო ქურდიანი ხუთ წელზე მეტ ხანს იყვნენ ერთად და საერთო შვილს გიორგის ზრდიდნენ. დაქორწინება მხოლოდ შარშან გადაწყვიტეს. ქორწილი სიცილიაში გადაიხადეს. საქართველოდან სიცილიაში 90-მდე ადამიანი გაემგზავრა. აღნიშნულ ქორწილს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, რადგან ცერემონიალს ბექას პირველი ცოლი თიკა ჯამბურია და მათი საერთო ქალიშვილი ნინა ესწრებოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ:

როგორ დღეებს პროგნოზირებენ მომდევნო დღეების განმავლობაში საქართველოში

🎥 „ყურადღება მიაქციეთ ხარჯებს, არავითარი კაპიტალ დაბანდება, საყიდლები...“ - მიხეილ ცაგარელი ასახელებს წყალქვეშა დინებებს, რასაც ზოდიაქოს ნიშნებმა ყურადღება უნდა მიაქციონ

🎥 „ძველმა ქრონიკულმა დაავადებებმა შეიძლება თავი შეგახსენონ, მოშორდით იმ ადამიანებს, ვისგანაც შეიძლება თვალი აიღოთ...“ - მიმდინარე კვირის ასტროპროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან