ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„მოკვდებით, დაგვაყრიან მიწას და მორჩა.
იმ სხეულისგან, რომელსაც ასე ვეფოფინებით - აღარაფერი დარჩება. ხოლო სული და მარადისობა, რაც რჩება,
ის მშიერია, ის არ გაზრდილა, მას აკლია სიცოცხლის წყარო, რომელიც შენ ხელში იყო და შენ არ მიაწოდე.
ამიტომ ვაგებთ პასუხს ღვთის წინაშე, რადგან ის, რაც ჩვენში მოკალით, რაც ჩვენში გავახმეთ - ის უფლისთვის ძალიან ძვირფასია და როცა მოგკითხავს - „ის მარადისობა, რაც შენში ჩავდე, რატომ მომიკალი?!" - რას უპასუხებ?!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„გეუბნები, რომ კალორიების მუდმივი თვლა და შიში წარსულს უნდა ჩაჰბარდეს...“ - რას წერს ნატა გაგუა