მსახიობი და ტელეწამყვანი ნანუკა გულუა, რომელიც 3 შვილის დედაა დიდი პოპულარობით სარგებლობს. მან ცნობილ ქართულ სერიალში „ჩემი ცოლის დაქალებში“ მიიღო მონაწილეობა, სადაც სახასიათო მეგრელი ქალის, დოჩი ალიშბაიას როლი შეასრულა.
ამის შემდეგ კი მისი პოპულარობა გაიზარდა და ნანუკა ბევრისთვის საყვარელ სახედ იქცა.
მსახიობი სოციალურ ქსელში მეგობრის ქორწილში გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს:
„ჩემი საუკეთესო მეგობრის ქორწილი.
მარიამი ჩემი უმცროსი დის ტოლია და რაც გავიცანი, იმ დღიდან თითქოს თავისთავად ავიღე მისი დაცვა, მოვლა და პატრონობა. თმის ღერიც არ უნდა შერხეოდა - ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი საფიქრალი.
ერთად ძალიან ბევრი რამ გამოვიარეთ და ყველა სიტუაციაში ისეთი ღირსეული, ძლიერი და სანიმუშო გოგო აღმოჩნდი, რომ მხოლოდ სიამაყის განცდას მიტოვებ.
ვამაყობ შენით, ჩემო მზეო, ჩემო მარიამ!
ვამაყობ შენი ულამაზესი ოჯახით, შენი უნიკალური ლევანიკოთი და ჩვენი უსაყვარლესი ნიკოლოზით.
ბედნიერება, სიმშვიდე და სიყვარული არასოდეს მოგკლებოდეთ. იცოდე, რომ ყოველთვის, ნებისმიერ დროს და ყველაფერში შენს გვერდით ვიქნები. მიყვარხარ!“, - წერს ნანუკა გულუა.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ფასდება არა ვნებიანი სიტყვები, არამედ პრაქტიკული ზრუნვა...“ - 30 ივლისის ტაროლოგიური პროგნოზი
⭕შორენა ბეგაშვილის პარიზული დღეები გრძელდება - მოდელი რესტორანში „ბარონ“ პოზირებს
⭕„ქართველი ლომი, ჯენტლმენი...“ - როგორ აფასებენ მერაბ დვალიშვილის ახალ ფოტოს