სოციალური ქსელის მომხმარებელი მერი ცინარიძე ფეისბუკზე ერთ-ერთ სკოლაში მომხდარ ამბავზე წერს. მისი თქმით, მაშინ, როდესაც კლასმა ტორტის საყიდლად ფული ააგროვა, ერთმა მშობელმა თანხის არ ქონის გამო, საჭირო რაოდენობა ვერ დადო, რის გამოც მის შვილს ტორტი არ აჭამეს.
„ემოციურად დატვირთული საღამო. ტორტის ფულს რომ მშობელი ვერ დადებს და იმ ბავშვს ტორტს არ აჭმევ იმის გამო, რომ დედას ფული არ დაუდია, თან მიახლი პირში, ამაზე დიდი დაკნინება არაფერია.
როდიდან დავკარგეთ ადამიანობა ხალხნო, როდიდან. ღვთის შიშიც დავკარგეთ, მოყვასის სიყვარულიც და საკუთარი თავიც.
მეზიზღება ყველა ის ადამიანი, ვისაც სხვისი გაჭირვება საკუთარ გაჭირვებამდე არ დაჰყავს, ვისაც სხვისი შიმშილი, საკუთარ შიმშილამდე არ დაჰყავს, ვისაც სხვისი ტკივილი არ სტკივა და არასდროს შეუძლია წარმოიდგინოს ეს საკუთარ თავზე.
მე იმ ბავშვის ადგილას ვგრძნობ თავს. ყველანი ვართ ამაში დამნაშავეები. სკოლასაც რომ არა ანაღვლებს ეს მდგომარეობა“, - წერს მერი ცინარიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵🎥 ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია, როცა სტადიონზე შეყვარებული დაინახა
🔵„ამ პერიოდში წამოწყებული საქმეები რთულად ან საერთოდ ვერ ვითარდება“ - რა რეკომენდაციას გასცემს ასტროლოგი