ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში საზოგადოებას რჩევებს აძლევს და აფრთხილებს რა არ უნდა გააკეთონ ამ პერიოდში. მისი თქმით, თებერვალში „მთვარის უკურსო მოძრაობა“ დაიწყება, რის გამოც კონკრეტულ თარიღებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება არ არის სასურველი.
„მთვარის „უკურსო მოძრაობა“ - თებერვალი:
ასტროლოგიაში „მთვარის უკურსო (უგეზო) მოძრაობის“ პერიოდი არაეფექტიანად ითვლება. მიჩნეულია, რომ ამ პერიოდში წამოწყებული საქმეები რთულად ან საერთოდ ვერ ვითარდება (ელექციურ ასტროლოგიაში მთვარე - საქმის რეალიზაციაზე მიანიშნებს).
ქვემოთ მითითებული დროის ყველა მონაკვეთი გამოთვლილია თბილისის სასაათო სარტყლის მიხედვით (GMT +4). ბუნებრივია, სხვა სასაათო ზოლში მცხოვრებმა ადამიანებმა დროის შესაბამისი განსხვავება უნდა გაითვალისწინონ.
დროის ამ პერიოდებში რეკომენდებულია, რომ:
* არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები;
* არ შეიძინოთ ნივთები;
* არ დაიწყოთ ახალი საქმე;
* არ დააბანდოთ ან გაასესხოთ ფული;
* არ დადოთ შეთანხმებები;
* არ მოაწეროთ საბუთებს ხელი!!!“, - წერს რამაზ გიგაური.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵„გული ბევრ რამეზე მწყდება“ - სანდრო შელიას პირველი კომენტარი თათია შარანგიასთან დაშორების შემდეგ
🔵გიორგი კალანდიას ზღაპრული სახლი - ღრმად ამოისუნთქეთ, ვიდრე ფოტოებს ნახავთ