UFC-ის მსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია, ცხოვრებაში რთულ პერიოდს გადის. სპორტულ წარმატებას პირადი კრიზისი მოჰყვა. ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მისი მეუღლე, ჯორჯინა უზკატეგუი, ოფიციალურად ითხოვს განქორწინებას და ჩემპიონის ქონების ნახევარს.
აღნიშნული სკანდალის ფონზე, ილია თოფურია სოციალურ ქსელში შვილთან, პატარა ჯორჯინასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ქალიშვილი ყოველდღე ენატრება:
„ყოველდღე მენატრები, ჩემო პატარა“, - წერს ილია თოფურია.
ოფიციალური სარჩელი და ქონებრივი დავა
დასავლური სპორტული მედიის ინფორმაციით, ილია თოფურიას მეუღლემ, ჯორჯინა უზკატეგუი ბადელმა, რომელიც წლების განმავლობაში სპორტსმენს გვერდით ედგა, ოქტომბრის დასაწყისში განქორწინებაზე ოფიციალური სარჩელი შეიტანა. ეს გადაწყვეტილება მოჰყვა სოციალურ ქსელში გაჩენილ ეჭვებს: მათ ერთმანეთის გამოწერა შეწყვიტეს და საერთო ფოტოები წაშალეს.
თუმცა, როგორც Sportscasting წერს, განშორებას თან ახლავს სერიოზული ფინანსური გამოწვევა: ჯორჯინა ბადელი, სავარაუდოდ, თოფურიას აქტივების 50%-ს ითხოვს, მაშინ როცა ჩემპიონის ამჟამინდელი ქონება დასავლურ მედიაში რამდენიმე მილიონ დოლარზე მეტად არის შეფასებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ქონებრივი დავა სერიოზული მასშტაბის იქნება.
წყვილი ერთმანეთს 7–8 წლის განმავლობაში ხვდებოდა, თუმცა მათი ოფიციალური ქორწინება, რომელიც მხოლოდ გასულ წელს შედგა, დაახლოებით ერთი წელი გაგრძელდა.
წყაროების მიხედვით, ყოფილ მეუღლეებს ასევე მოუწევთ საერთო შვილის მეურვეობის საკითხის მოგვარება.

ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რატომ ჩნდება დიაბეტი? - მამუკა რაშოიანი ინსულინის დასარეგულირებლად 4 სასარგებლო პროდუქტს გვიზიარებს