ნანუკა გულუა პროფესიით არც მსახიობია და რამდენიმე წლის წინ ვერც წარმოიდგენდა, რომ საზოგადოების დიდ სიყვარულს სწორედ ეს საქმე მოუტანდა. პოპულარულ სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“ დოჩის როლმა მას, ცნობადობასთან ერთად, უამრავი ადამიანის პატივისცემაც მოუტანა.
იგი სოციალურ ქსელშიც აქტიურია, ამჯერად მსახიობი გარდაცვლილ მამას დაბადების დღეს ულოცავს:
„მა, ტელეფონი სავსე მაქვს ვიღაც ბიჭების ფოტოებით, ვეძებ! ვეძებ შენს შვილს და კითხვაზე, რატო ვეძებ ასე გაშმაგებული ძმას, პასუხი შენ იცი, შენ გეძებ მასში…
იქნებ შენი სუნი აქვს, იქნებ შენი ხმა, იქნებ შენსავით იცინის, იქნებ შენსავით დადის…
მამიკო, ყველაფერი მომცა შენი წაყვანის შემდეგ განგებამ, ყველა ოცნება ამიხდა, მაგრამ მაინც გახეთქილი მაქვს გული შენი მონატრებით… შენს შვილიშვილებს ვერ ვუხსნი როგორი დიდი იყავი, სიტყვად როგორ გაქციო, მამიკო…
მენატრები… გთხოვ, ყოველ ღამე დამესიზმრე, მა გთხოვ, ჩამეხუტე ისე ცხადად, რომ ეს მტანჯველი მონატრება გაქრეს…
მადლობა ღმერთო, რომ ამ კაცის შვილობით დაგვლოცე… დაბადების დღეს გილოცავ გულის ძლიერ ტკივილად გადაქცეულო ჩემო სიყვარულო…“, - წერს ნანუკა გულუა.
მსახიობმა ნანუკა გულუამ რამდენიმე წლის წინ, შემთხვევით გაიგო, რომ მას ბიოლოგიური ძმა ჰყავს.
როგორც ცნობილია, გაშვილებული ბავშვი 1977 წლის 30 აპრილს დაიბადა და ვიქტორი ჰქვია. იგი დაბადებიდან ერთ კვირაში გააშვილეს.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რატომ ჩნდება დიაბეტი? - მამუკა რაშოიანი ინსულინის დასარეგულირებლად 4 სასარგებლო პროდუქტს გვიზიარებს