
შაბან მამედოვი 24 წლის მომღერალია მარნეულიდან, რომელმაც ბოლო დროს სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა მისი ნამღერით, თუმცა შაბანს არაერთი პროექტი აქვს მოგებული და თინეიჯერობიდან სარგებლობს პოპულარობით.
შაბან მამედოვი პროექტის „ხალხური“ მონაწილე იყო, რომელიც 8 ივნისს, ნახევარფინალის შემდეგ პროექტს გამოეთიშა.
მომღერალმა სოციალურ ქსელში ანრი ჯოხაძესთან დუეტის ამსახველი კადრები გაავრცელა და მას ემოციებისთვის მადლობა გადაუხადა:
„როდესაც ფენომენალურ ვოკალთან ერთად ადამიანური ღირსებით უხვად ხარ დაჯილდოებული, მაშინ ხარ ნამდვილი ხელოვანი.
თქვენ ხართ ღირსეული ხელოვანი, შემკული იმ მთავარი ღირებულებით, რომელსაც ადამიანობა ჰქვია. თქვენთან ერთად სცენაზე დგომა ყოველ ჯერზე ისეთივე ემოციურია, თითქოს სულ პირველად უნდა ვიდგე.
გმადლობთ გულწრფელი ემოციისთვის, საოცარი სიტყვებისთვის“, - წერს შაბან მამედოვი.
ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე: https://www.facebook.com/watch?v=2318336998581002
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ქეთი ძიგუა ყვითელ კაბაში პოზირებს - ლევან ქარაზანიშვილის მეუღლე ახალ ფოტოებს გვიზიარებს
🎥 ზოდიაქოს 2 ნიშანი, რომელიც დანაშაულს არასდროს აღიარებს!
⭕შოუბიზნესის ქართველი წარმომადგენლები, რომლებიც თბილისის მერს კახა კალაძეს მხარს უჭერენ - ფოტოები