Digest Logo

„თქვენ ხართ მკვლელები!“ - რას წერს ნინო ადამაშვილი ბერი ნიკოლოზის გარდაცვალების გარშემო განვითარებულ მოვლენებზე

1776682587
ნინო ადამაშვილი

ჟურნალისტი ნინო ადამაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელიც ბერი ნიკოლოზის სიცოცხლის ბოლო დღეებსა და იმ სავარაუდო დაბრკოლებებს ეხება, რამაც, მისი თქმით, ფატალური შედეგი დააჩქარა.

ადამაშვილის თქმით, გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე მისულ მედიკოსებს ბერის მიმდევრებმა სახლში შესვლისა და პაციენტის დათვალიერების საშუალება არ მისცეს.

„ბერი ნიკოლოზი ასეთ მდგომარეობაში დახვდათ სასწრაფოს ეკიპაჟის წევრებს, ვინ იცის რამდენი იტანჯა და სიკვდილის ბოლო წამებში როგორ უჭირდა?!

- სექტანტებმა კი, წინა დღეებში მისული ექიმი სახლში მის სანახავად არ შეუშვეს, წყევლეს! დაუშინეს მძიმე საგნები და გზა გადაუღობეს!..

- სექტანტები კი არა, თქვენ ხართ ადამიანის მკვლელები

იმედია პასუხს აგებთ საკუთარ საქციელებზე!“,- წერს ნინო ადამაშვილი.

ამ დროისთვის ოფიციალური უწყებები აღნიშნულ ფაქტზე და სამედიცინო პერსონალისთვის ხელის შეშლის შესაძლო შემთხვევებზე განმარტებას არ აკეთებენ.

შეგახსენებთ, რომ ნარიმან მაქარაშვილი ფონიჭალის დასახლებაში, ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.