„დედაენის ბარი“ სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
„მეგობრებო, ყველას დიდ მადლობას გიცხადებთ გვერდში დგომისათვის, უთქვენოდ ძალიან ცუდი დღე გვექნებოდა.
ბევრმა თქვენგანმა შემოგვთავაზა მხარდაჭერა, ჯერ არ ვიცით რა არის სამოქმედო გეგმა და გპირდებით, რომ ყოველ ნაბიჯზე საქმის კურსში გამყოფებთ.
კიბერშეტევა ისევ გრძელდება, მაგრამ თქვენი გამალებული ჩართულობით გუგლმა მთელი საეჭვო აქტივობა წაშალა და მთელი ეს ორომტრიალი ცუდი სიზმარივით გაქრა.
რამდენიმე სქრინშოთი მაინც შემოვუნახეთ ისტორიას.
ძალიან გაბრაზებულები ვართ, დაუჯერებელია, რომ ამ ბოროტი კომენტარების უკან რეალური ადამიანები დგანან.
ორი რუსეთი არ არსებობს.
მადლობა, კარგო ხალხო!viva უკრაინაviva ერთიანი საქართველო, ღრუსეთი კი თავის გემს მიჰყვეს ფსკერისკენ", - აღნიშნულია მიმართვაში.
🔵ასევე დაგაინტერესებთ:
🔵უკრაინაში დედა ენის ბარის მხარდასაჭერად ივენთს აწყობენ, დარტყმული ერი - რას წერს გიგა მაქარაშვილი