Digest Logo

„თქვენი შემოქმედება არასოდეს დაგვავიწყდება!...“ - ზურა ხაჩიძე ნუნუ დუღაშვილს ემშვიდობება

1794062769
 ზურა ხაჩიძე

5 ნოემბერს კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სამწუხარო ამბავს სოციალურ ქსელში მომღერალი ზურა ხაჩიძე ეხმაურება და კომპოზიტორს ემოციურად იხსენებს:

„დიდი ქართველი კომპოზიტორი, ქალბატონი ნუნუ დუღაშვილი დაგვაკლდა!
მისი უკვდავი სიმღერები ყოველთვის დარჩება ქართული მუსიკის ისტორიაში და თითოეული ჩვენგანის გულში.
ქალბატონო ნუნუ, თქვენი შემოქმედება არასოდეს დაგვავიწყდება!
ვუსამძიმრებ ოჯახს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს ამ დიდ დანაკარგს.
ნათელი და მარადიული ხსოვნა თქვენს სულს!“, - წერს ზურა ხაჩიძე.

ცნობისთვის, ნუნუ დუღაშვილი დაიბადა 1933 7 თებერვალს. იგი იყო ქართველი კომპოზიტორი, მომღერალი. საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1983), თბილისის საპატიო მოქალაქე (2004).

1959 წელს დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია. 1959-1962 წლებში მუშაობდა კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დოკუმენტური ფილმების სტუდიაში მუსიკალურ რედაქტორად.

1962 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ ათწლედში. 1965-2002 წლებში - საქართველოს ტელევიზიის მუსიკალური გაფორმების განყოფილების უფროსი იყო. ძირითადად მუშაობს სიმღერის ჟანრში.

პოპულარობა მოიპოვეს სიმღერებმა: „ქუთაისო“, „იმერეთის ნიავი“, „ღმერთი სიყვარულისა“, „ბათუმი რად ღირს, მარტო“, „ჩემი სიმღერა“, „კახეთო“, „სამშობლო“, „თბილისო, სიყვარულო“.

დაწერილი აქვს ასევე საფორტეპიანო კონცერტი, საფორტეპიანო სონატა, მუსიკა დოკუმენტური და სატელევიზიო, აგრეთვე თოჯინური ფილმებისათვის. 2012 წელს დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა მისი ვარსკვლავი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ეს წელი უკან დასაბრუნებელი გზის დასასრულია...“ - როგორი იქნება 2027 წელი: თაკო მელიქისვილი ასახელებს

⭕ შიშის მიღმა: როგორ გადავდგათ ნაბიჯი საკუთარი ძალისკენ - ნინი დგებუაძე

⭕ სამი დარბევა ერთ დღეს, აქციის დაშლა რუსთაველის გამზირსა და რიყეზე, შეჭრა „იმედში“ – 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 19 წელი გავიდა

✕