Digest Logo

„თქვენია ეს ქვეყანა და ჩვენი ვალდებულებაა თქვენთვის შევქმნათ უკეთესი ნიადაგი, რომ სწორ ღირებულებებზე აღმოცენდეთ და გაიხაროთ!“ - ნიკოლოზ რაჭველი ახალგაზრდებზე

1678775410
ნიკოლოზ რაჭველი

საქართველოს სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელი, მუსიკოსი ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში ახალგაზრდების იმ კატეგორიაზე წერს, რომელიც 7-8 მარტს თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქციას ესწრებოდა. 

„თანავუგრძნობ ყველას, ვინც იძულებულია ის აზრი გამოთქვას, რაც სინამდვილეში დისკომფორტს უქმნის… ასეთი მრავლად ვნახე ამ ბოლო დღეების განმავლობაში…

არადა რა ღირებულებებისკენ დააფიქსირა ჩვენმა ახალგაზრდობამ სწრაფვა? იმისკენ, რომ რასაც გული კარნახობთ ისე იქცევიან და სულაც არ ადარდებთ რას იტყვიან მათზე მეზობლები, დედ-მამის თანამშრომლები თუ ზოგიერთი კონფორმისტი ლექტორი…

ოჰ, რა მაგარია ახალგაზრდობა და რა სანუკვარია ნამდვილი თავისუფლება, ყოველგვარი საბჭოთა კლიშეებისა და თავს მოხვეული ვალდებულებების გარეშე…

მიდით ახალგაზრდებო, თქვენია ეს ქვეყანა და ჩვენი ვალდებულებაა თქვენთვის შევქმნათ უკეთესი ნიადაგი, რომ სწორ ღირებულებებზე აღმოცენდეთ და გაიხაროთ! მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ თ.

დილის განახლება:

P.S. არანორმალურად დიდი ენერგია დაახარჯეთ სწავლას, განათლებას და ანალიტიკური აზროვნების უნარის განვითარებას თქვენში! სამშობლო უსაზღვროდ გიყვართ, ეს ჩანს, სამშობლოს კი ყოველთვის მეტად უყვარს განათლებული, ღირსეული და სამაგალითო შვილები!!!“, - წერს ნიკოლოზ რაჭველი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ბევრს აინტერესებდა, მე რომ 16 წლის ბავშვი წყლის ჭავლზე ვხტუნაობ, ამ დროს სად მყავს ოჯახი...“ - გოგონა წითელი შარვლით კრიტიკოსებს პასუხობს

🔘„გთხოვთ, შეწყვიტოთ ოჯახის წევრების შეურაცხყოფა! საქართველოს ადგილი ევროპაშია...“ - ქეთი ხატიაშვილი

🔘„კვირაში ერთხელ, საათ-ნახევრით არიგებს ხოლმე ყველაფერზე მოჩხუბარ ქართველებს“ - გია მურღულია