Digest Logo

„ თქვენმა ლოცვამ სასწაული მოახდინა, 3 წლის დანიელმა თვალები გაახილა და დედა მოითხოვა“ - რას ამბობს შოთო სიხარულიძე ბატუტზე დაშავებულ ბავშვზე

1678877984
შოთო სიხარულიძე

რამდენიმე დღის წინ ბათუმის ბულვარში ტრაგედია მოხდა. 9 წლის დავითი ბათუმის ბულვარში ბატუტზე 3 წლის ძმასთან, დანიელთან ერთად თამაშობდა, როცა მოულოდნელად ამინდი შეიცვალა, ძლიერი ქარმა ბატუტი დააზიანა და ბატუტზე მყოფი ძმები მძიმედ დაშავდნენ. 9 წლის დავითი კლინიკაში გარდაიცვალა. 

🔵„ტრაგედიამდე რამდენიმე წუთით ადრე...“ - შოთო სიხარულიძე 10 წლის ბიჭის უკანასკნელ კადრებს აქვეყნებს

მისი 3 წლის ძმა კი ამ დრომდე უმძიმეს მდგომარეობაშია. ის მშობლებმა სამკურნალოდ თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს.

ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ 3 წლის დანიელმა თვალები გაახილა და დედა მოითხოვა.

„თვალები გაახილა, თქვენმა ლოცვამ სასწაული მოახდინა, მთელი ღამე არ მეძინა, ველოდებოდი პასუხებს, 3 წლის დანიელმა თვალები გაახილა, ხალხოო, რამდენიმე წუთის წინ და დედა მოითხოვა..... დედა მინდაო, დედა კი ბათუმშია და 10 წლის შვილს გლოვობს.... როგორ უნდა გააგებინო 3 წლის ბავშვს, რომ დედა ვერ ჩაეხუტება, რომ დედა ვერ მოვა მასთან. 

(ბევრი მეკითხებით დაკრძალვა როდისააო დავითისო, ბავშვს სავარაუდოდ უკრაინაში დაკრძალავენ, დღეს გადაწყდება, ზუსტად და გეტყვით). ალბათ დავითი ზეციდან ლოცულობდა, ანგელოზებთან ერთად, მის ძამიკოზე და არ მისცა უფლება მასთან გაფრენილიყო სათამაშოდ.... და ამ შემზარავი ამბის მერე კარგი და სასიხარულო ამბავიც, სასწაულები ხდება, შოკში ვარ, იმდენად მიხარია, ლამის ფრენა დავიწყო... სიხარულის კუნწულა ცრემლები მცვივა. 

თურქი ექიმები იმედს იძლევიან. გილოცავთ ყველას, კიდევ და კიდევ, მიყვარხართ ძლიერ, ვინც ასე მიიტანეთ გულთან ეს ამბავი, ჯანმრთელად მყავდეთ ყველა და სულ საუკეთესო ამბები და უსაზღვრო ბედნიერება, გდევდეთ ცხოვრების მეგზურად, უფლის მადლით. 

დანიელი უფლის რჩეულია. ოჯახის სახელით გიხდით მადლობას...!!! მშობლები მთელი ცხოვრება სიკეთეს თესავდნენ, სულ იმას ცდილობდნენ ყველას დახმარებოდნენ, ძალებს არ იშურებდნენ... ნამდვილად მეორე შვილის გადარჩენა უფლის საჩუქარია. სიკეთე კი არ იკარგება მეგობრებო, უფალმა დააჯილდოვა უდიდესი სასწაულით და შვილი, დაუბრუნა, რომლის გადარჩენას არავინ არ ფიქრობდა... ღმერთმა უცოცხლოს. ჯანმრთელობა ვუსურვოთ პატარა დანის. მინდა მადლიერება გამოვხატო: ქართველი ემიგრანტების მიმართ. გუშინ არ წყდებოდა ზარები, წერილები ვოის შეტყობინებები, ღმერთმა მეტი სიკეთე შეგვაძლებინოს ძალიან მაგარო ადამიანებო.  
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ ყველა. სასწაულები უფლის საჩუქარია და ისე გვეცხოვროს, რომ დაგვემსახურებინოს, ამინ. პატივისცემით: შოთო სიხარულიძე ემიგრანტების არხი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ბავშვების დედა უკრაინელია, მამა კი - ქართველი. ოჯახი საქართველოში მას შემდეგ ჩამოვიდა, რაც უკრაინაში ომი დაიწყო.

მომხდარის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა. მას გამოძიება უსაფრთხოების წესების დარღვევას ედავება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ჩემთვის ევროპა ჩემი ოჯახია, ჩემმა ევროპამ ჩემს სამ კლასელს ახალი სიცოცხლე აჩუქა“ - ლალი მოროშკინა

🔵რომელი დღეები იქნება მიმდინარე კვირის განმავლობაში ყველაზე წარმატებული და იღბლიანი?

🔵„დღეს მოერიდეთ მშენებლობის დაწყებას“ - ცაგარელი