Digest Logo

„ტრაგედიამდე რამდენიმე წუთით ადრე...“ - შოთო სიხარულიძე 10 წლის ბიჭის უკანასკნელ კადრებს აქვეყნებს

1678795008
შოთო სიხარულიძე

„ემიგრანტების იმედი“ შოთო სიხარულიძე ბათუმში დაღუპული ბიჭის უკანასკნელ კადრებს აქვეყნებს და სურათებს ემოციურ პოსტს ურთავს თან.

🔵„გარდაიცვალა ემიგრანტი დედის ერთადერთი შვილი - 29 წლის გიორგი ბურჯანაძე - დედა კი მოკვდა“ - შოთო სიხარულიძე

„ბატუტზე გარდაცვლილი 10 წლის ბავშვი… პატარა, 3 წლის შვილი დანიელი სიკვდილს ებრძვის და თქვენ დედამისი გაასწორეთ მიწასთან. შეგნებულად არ ვწერდი, ამდენი დღეა არაფერს ამ თემაზე, მაგრამ ამდენი სალანძღავი კომენტარი რომ დავინახე დედაზე, გავმწარდი! დედა უკრაინელი ჰყავს ამ ბავშვს, მამა ქართველი, ბათუმელი! უკრაინის ომმა დაბომბა და გაანადგურა ხერსონი, ბათუმში დაბრუნებულს მშვიდი ცხოვრება უნდა ჰქონდათ და ეს ტრაგედია დატრიალდა!

პ.ს. როგორ მიკარგავენ ადამიანები სიკეთის კეთების სურვილს… მადლიერებას არ ვითხოვ… ვიცი, ზოგს ამის უნარი საერთოდ არა აქვს და ყოველთვის უმადურია… რა ქნას, ასე გაიზარდა… არც სამაგიერო სიკეთეს ველოდები… არც ქება მინდა… უბრალოდ, იცხოვრეთ უჩემოდ… ძალიან მაინტერესებს, რამ გააბოროტა და გაამწარა ეს ხალხი ასე რომ ადამიანობასთან ერთად გრამი სირცხვილის გრძნობაც აღარ შერჩათ“, – წერს შოთო სიხარულიძე.

 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ჩემთვის ევროპა ჩემი ოჯახია, ჩემმა ევროპამ ჩემს სამ კლასელს ახალი სიცოცხლე აჩუქა“ - ლალი მოროშკინა

🔵რომელი დღეები იქნება მიმდინარე კვირის განმავლობაში ყველაზე წარმატებული და იღბლიანი?

🔵„დღეს მოერიდეთ მშენებლობის დაწყებას“ - ცაგარელი