ტელეკომპანია „პოსტივის“ ხელმძღვანელის, შალვა რამიშვილის ყოფილი ცოლი, თეა აბაშმაძე სოციალურ ქსელში, ტროლ-ბოტების მიერ მისი შვილის საწინააღმდეგოდ აგორებულ კამპანიას გამოეხმაურა.
„თქვენ კი, ვინც უკიდურეს სიბინძურეს აბრალით ჩემს შვილს, საოცრად სასარგებლო საქმეს ასრულებთ სინამდვილეში და თქვენი მადლიერიც ვარ. თქვენ სასწაული შეძელით, ნამდვილი ალქიმია, თქვენ უსწრაფესად გაანცალკევეთ ჩვენი საზოგადოება, არა ისე ყალბად, როგორიც პარტიული დაყოფაა, არამედ თქვენი არაკრეატიულობის ჩვენებით, ერთი საერთო სახე გამოავლინეთ.
ერთნაირი უტიფრობა, ერთი და იგივე ტერმინოლოგია, გაუნათლებლობა, მდაბიო უწმაწურობა და რაც მთავარია, სრული უსიყვარულობის გამოვლენით, თქვენ გამოცალკევდით იმ ადამიანებისგან, ვინც მგრძნობიარეა, კეთილია, სამართლიანია, გულუხვი და გამგებია. ზოგადადაც ადამიანები მხოლოდ ორ ნაწილად იყოფიან, გონებაგახსნილებად და პირიქით, სხვა დანარჩენი დეფინიცია ამ მონაცემებიდან გამომდინარეობს.
თქვენ ემსახურებით პარტიას, რომელსაც სურს შალვას რესურსის შენარჩუნება და გავალებთ უბინძურესად ლანძღოთ მისი შვილი, თითქოს ასე აღდგება შალვას იმიჯი. საზოგადოების თვალში თქვენს მიერ ტალახის სროლა აღიქმება, როგორც შალვასგან ბოტების მოქსევა საკუთარი შვილის უკიდურესად დასამცირებლად.
ეს კიდევ უფრო უტეხს სახელს მას და გაცილებით მძიმედ, ვიდრე ჩემი შვილის წერილი.
ყველაზე კომიკური ისაა, რომ თქვენ ვნებთ მხოლოდ იმას, ვისაც ემსახურებით და ვერც კი აცნობიერებთ ამას.
თუმცა, მეორეს მხრივ საოცრად სასარგებლო საქმეს ემსახურებით საზოგადოებისთვისაც და ცვლილებების დასაჩქარებლადაც.
ძალიან მარტივად გამოჩნდა, რომ სიძულვილის ველში მყოფი აზროვნება არის უნიჭო და გონებაშეზღუდული, რადგან მას არ აქვს ღირსებისა და სამართლიანობის განცდა. ის დეგრადაციას განიცდის სულ უფრო მეტად” , – წერს ის.
შეგახსენებთ შალვა რამიშვილის შვილმა, ლაშა რამიშვილმა პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც საუბრობდა იმ პრობლემებზე, რომლებიც ტელეწამყვანმა ოჯახს შეუქმნა. ასევე ლაშამ შალვა რამიშვილის მხრიდან შესაძლო სექსუალურად შევიწროებულ ჟურნალისტს ქალებს სოლიდარობა გამოუცხადა. ცნობილი გახდა, რომ ის მარტის დემონსტრაციებსაც მხარს უჭერდა.
ლაშა რამიშვილის ზემოაღნიშნული პოზიცია გაიზიარა შალვა რამიშვილის ყოფილმა მეუღლემ, თეა აბაშმაძემაც.
🔵 „რწმენა და იმედი...“ - წელს „წაჩხურობა“ 20 აპრილს აღინიშნება