მწერალი ნანა აკობიძე, რომელიც საინტერესო პოსტებით გამოირჩევა სოციალურ ქსელში მორიგ სტატუსს აქვეყნებს.
ნანა აკობიძე ჰყვება ისტორიას წიგნზე, რომელიც დაკარგა და ისევ იპოვა, მისი თქმით აღნიშნული წიგნი მისთვის მნიშვნელოვანია და მოიცავ ლექსების კრებულის, რომლის წაკითხვასაც იგი ურჩევს მის გამომწერებს.
„შეზლონგზე დამრჩა წიგნი. სასტუმროს ნომერში ასვლის მერე აღმოვაჩინე და შევწუხდი, ვაიმე, ახლა რომ ჩავალ და აღარ დამხვდეს-მეთქი.
- რა წიგნია? - მეგობარი მეკითხება.
- ერთი ძალიან კარგი პოეტი გოგოს ლექსებია.
- დაგხვდება, დაგხვდება, - მშვიდად მპასუხობს.
- ვინმემ რო აიღოს? - ვერ ვისვენებ.
- ნანა! აბა, ერთი კარგად დაფიქრდი: შენი აზრით, ეს გუჩის და შანელის ჩუსტებიანი ხალხი ლექსების საკითხავად ჩამოდის აქ?
ჩავდივარ და ვფიქრობ: ნეტა, არ დამხვდეს- მეთქი. მინდა, ჩემს მეგობარს დავუმტკიცო, რომ „ზეპირი“ საზოგადოებაც კითხულობს ლექსებს. მაგრამ უცებ მახსენდება, რომ ამ წიგნს მხოლოდ ჩემთვის განკუთვნილი ძალიან ძვირფასი მინაწერი აქვს და სწრაფად გავრბივარ: მხოლოდ ის მინდა, რომ ადგილზე დამხვდეს და ისემც უქნიათ, საერთოდ ნუ წაიკითხავენ!
დამხვდა. შეზლონგის ახალ მფლობელს მზისგან დამცავი კრემები და ლოსიონები ელაგა ზედ.
- ჩემი წიგნი-მეთქი, ნაპოვნი განძივით დავავლე ხელი. შეზლონგის ტიპმა თავისი კრემ-ლოსიონები მოხვეტა და ჩაუძახა „დიორის“ ჩანთაში.
Tamar Zhghenti-ის „წამისყოფაა“ ეს წიგნი. მოიკითხეთ და წაიკითხეთ. დარწმუნდებით, რომ „პირველი ლექსი უსათუოდ ქალმა დაწერა“, - წერს ნანა აკობიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ვტირი მართლა... რა ლამაზია“ - ემოციური კადრები სოხუმიდან
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
⭕ბელა ჰადიდი Adidas-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შესატანად ემზადება